დალას მავერიქსი დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია – ლუკა დონჩიჩი MVP-ი

დალას მავერიქსი დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია. ჩაყრილმა საფუძველმა შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, რისკიც იყო კაირის გაფორმება, მაგრამ ახლა კითხვები აღარ არსებობს, დალასმა და ლუკამ მიიღეს ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტად აკლდათ. კარგის მეტი არაფერი გვეთქმის მინესოტა ტიმბერვულვზზე, კარგად დაბალანსებული გუნდია, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი მოთამაშეებით, ფაქტია, რომ მზარდი კოლექტივია და სუპერვარსკვლავის ირგვლივ შეუძლიათ საჩემპიონო გუნდის […]

მინესოტა Game 4-ში დაბრუნდა – Job’s not finished

მინესოტა ტიმბერვულვზი Game 4-ში დაბრუნდა. ასეც იყო მოსალოდნელი. ინდიანა პეისერსივით არ დაემშვიდობებოდნენ პლეიოფს. დალასი ერთ ნაბიჯშია ფინალთან, მაგრამ ამ მცირე ნაბიჯის გადადგმას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. ხანდახან გავიწყდება რომ ამ მცირესთვის ყველაზე მეტი უნდა გაიღო. მატჩის შემდეგ ლუკამ თქვა საკმარისი ენერგია არ გამიღიაო – არ ვიცი, მისი სიტყვები უბრალოდ პასუხისმგებლობის აღებას ჰგავდა, მოიქცა ისე, როგორც ლიდერი […]

ლუკას და კაირის 33-33 ქულა – დალასმა Game 3-იც მოიგო

მინესოტა ტიმბერვულვზმა ვერ შეძლო ის, რაც შეძლო დენვერ ნაგეთსმა, სახლში წაგებული ორი მატჩის მერე, ვერ მოახერხეს სათანადოდ მომზადება იმისათვის, რომ გასვლაზე Game 3 წაეღოთ. ურთულესი ამბავია, და ახლა საერთოდ წარმოუდგენლად ჩანს მინესოტამ სუპერ ფინალში გასვლა შეძლოს. სერიაში ანგარიში 3:0 ია დალას მავერიქსის სასარგებლოდ. დალასმა 116:107 მოიგო. Big Little Stories ბევრი ამბავი გააერთიანა ამ შეხვედრამ, პირველ […]

დონჩიჩის გეიმვინერი! – დალასმა Game 2 მოიგო

თამაშის დასრულებამდე სამი წამით ადრე ლუკა დონჩიჩმა რუდი გობერი და მინესოტა სახლში გაუშვა, უფრო სწორად, სახლში დატოვა, რადგან მატჩი მინესოტაში ჩატარდა, – ლიგის საუკეთესო მცველს თავბრუ დაახვია, ნაბიჯი უკან ჯეიმს ჰარდენის სტილში და წავიდა სამქულიანი! “დარჩით სახლში თქვენი…..” – მიაძახა ლუკამ გობერს, მატჩის შემდეგ კი თქვა არა ძმებო, არა სწორად გამიგეთ, მე სლოვენიურად ჩავილაპარაკე რაღაც […]