კვარაცხელიას დუბლი – ნაპოლიმ სასუოლო გაანადგურა
ნაპოლიმ სასუოლო გასვლაზე 6:1 გაანადგურა. ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა შოუ დადგეს, პატარა იმიტომ რომ მეტოქე ვერ იყო დიდად მრისხანე, თორემ, შოუს პატარა ნამდვილად არ ეთქმის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმდინარე სეზონში ამ დუეტის საუკეთესო შეხვედრა იყო. კითხვის ნიშნები მოხსნილია, მათ ურთიერთობას ვერაფერმა ხელი ვერ შეუშალა, მათ შორის, ვერც მამუკა ჯუღელის უგუნურმა საქციელმა და […]
რუდი გარსიას გილიოტინა
დგება ასეთი დღეებიც, შუაგულ მოედანზე გილიოტინას შემოაგორებენ ხოლმე, ძალიან რთული პროფესიის კაცი აჰყავთ და თავს აკარგვინებენ. ხალხი ხარობს. სტადიონი ანტიკური ტაძარია სადაც თანდაყოლილი ცხოველური ინსტიქტი იღვიძებს და ერთიანად ითხოვს ან გაღმერთებას, ან მიწაზე დანარცხებას. შუალედი არ უყვარს სტადიონს, შუალედი მოსაწყენია. გილიოტინა კი იშვიათად შემოგორდება, რადგან ტრიუმფატორი იშვიათად ტოვებს ტახტს, მაგრამ როცა ტოვებს, მაშინ გამოაჩენენ წამიერი […]
ნაპოლი vs მილანი – რა უნდა ვიცოდეთ
ნაპოლი vs მილანი – ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები უნდა გაიმართოს. მატჩებში შანსია ყველაფერი მოხდეს, თუმცა რეალისტური ინტრიგა ყველაზე მეტად ნაპოლი-მილანის წყვილს შემორჩა. პირველი შეხვედრა სან სიროზე მილანის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ბრაჰიმ დიასის ჩინებული შეტევა გოლით ისმაილ ბენნასერმა დაასრულა. რა ვითარებაა ნაპოლის მხარეს სანაკრებო შესვენებაზე მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს პირველად დაუბრუნდა ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელმა ვერონასთან […]
50 იმედისმომცემი ფეხბურთელი – როგორ წარიმართა მათი კარიერა 2016 წლის შემდეგ
Goal.com-ი ყოველწლიურად აქვეყნებს 50 იმედისმომცემ ფეხბურთელთა სიას. ამჯერად გაიხსენეს ვინ იყო სიაში 2016 წელს, როგორ წარიმართა მათი კარიერა და მოახერხეს თუ არა იმედის გამართლება. სია შედგენილი იყო 1997 წელს, ან, შემდგომ წლებში დაბადებული ფეხბურთელებისაგან. ჩვენ 50-ეულიდან გამოვარჩევთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაზე მეტად შეძლეს თავის გამოჩენა. გამოვიყენებთ 2016 წლის ნუმერაციას. 45. სტივენ ბერგვაინი რას წერდნენ 2016-ში […]