ნაპოლი ისევ იგებს – კვარას და ოსიმენს ისევ გააქვთ
ნაპოლიმ გასვლაზე სასუელო დაამარცხა ანგარიშით 2:0. ინტერთან სხვაობა 18 ქულამდე გაიზარდა. მილანელებს ერთი თამაში აქვთ მარაგში. 23 მატჩი, 20 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი. ასეთია ნაპოლის სტატისტიკა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში. გუნდი ხვდება, რომ ჩემპიონობამდე სულ ცოტა დარჩა, ახლა მხოლოდ სიფხიზლეა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირაში ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო მაინც ძირითადი შემადგენლობით […]
სასუოლო vs ნაპოლი – კვარაცხელიას რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგამდე
ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგამდე სასუოლოს ესტუმრებიან. სერია A-ს ლიდერი 23-ე ტურს ემილია-რომანიაში გახსნის. ამ პოსტში წაიკითხავთ: სერია A-ს სატურნირო ცხრილი ნაპოლი 59 ქულით პირველ ადგილზეა. 22 ტურის შემდეგ ეს სერია A-ს ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. 60 ქულა ისტორიაში 2007 წლის ინტერსა და 2019 წლის იუვენტუსს ჰქონიათ. სასუოლო მე-15 ადგილზეა. ნეროვერდის სულ 24 ქულა […]
კვარაცხელია, ელმასი და სხვები თურქეთისთვის
ელიფ ელმასი თურქეთის მოსახლეობის დახმარებას ცდილობს. თურქული წარმოშობის ჩრდილო მაკედონიელს ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და სხვა თანაგუნდელები ეხმარებიან. ნაპოლის ფეხბურთელების მაისურები აუქციონზე გაიყიდება. მიზანი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა. ელიფ ელმასი, რომელიც 2017-2019 წლებში ფენერბაჰჩეში თამაშობდა, ბავშვების განათლების მიმართულებით ცდილობს სტიქიით დაზარალებული ქვეყნის დახმარებას. ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი საკუთარ და თანაგუნდელების ავტოგრაფიან მაისურებს აუქციონს გადასცემს. ფოტოებს […]
კვარაცხელიას გოლი – ნაპოლი 3:0 კრემონეზეს გამოხმაურება
კვარაცხელიამ 22-ე დაბადების დღეზე სერია A-ში მე-9 გოლი გაიტანა. ნაპოლიმ კრემონეზე მარადონაზე დაამარცხა და ინტერს 16 ქულით გაუსწრო. ლუკა ლოჩოშვილს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია. კვარაცხელიას 22-ე დაბადების დღე, 22-ე ტური და 22-ე წუთი ხვიჩა კვარაცხელიამ დაბადების დღე კრემონეზესთან გატანილი გოლით აღნიშნა. კვარამ ანგარიში სერია A-ს 22-ე ტურის, 22-ე წუთზე, 22-ე დაბადების დღეზე გახსნა. იტალიის […]