საუკეთესო შემტევი დუეტები სერია ა-ს ისტორიაში
ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს შტურმით იღებენ. ნიგერიელი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ქართველი კი ასისტების ლიდერია. მოდი, გავიხსენოთ სერია ა-ს გამორჩეული დუეტები და ვნახოთ როგორი მაჩვენებლები ჰქონდათ სადებიუტო სეზონში. სტატისტიკა ბევრს არაფერს გვეტყვის კონტექსტის გარეშე, კონტექსტი კი ის არის, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე კალჩოპოლის შემდეგ ძალიან დაეცა, მხოლოდ ორი გამონათება იყო – ჟოზეს […]
სპეცია vs ნაპოლი – გამოხმაურებები
ნაპოლი სპეციას ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი ისევ შეუჩერებელია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ. ანგარიში 47-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ბურთი უკიდურეს კუთხეში გაგზავნა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. უნდა ითქვას, რომ ამ დროს პოლიტანოც მოედანზე იყო. 68-ე წუთზე ოსიმენმა მეკარეს მაღალ ნახტომში აჯობა და ანგარიში ორამდე გაზარდა. 73-ე წუთზე კვარაცხელია […]
ნაპოლი vs რომა კომენტარები და გამოხმაურება
ნაპოლიმ რომა მატჩის ბოლო წუთებზე დაამარცხა და უახლოეს მდევართან 13 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუ მარცხის მიუხედავად აქებდა თავის ფეხბურთელებს: “პირველივე წუთებიდან ძალიან კარგად ვითამაშეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით და თავსაც კარგად ვიცავდით. არის თამაშები, როცა აგებ, მაგრამ უფრო თავდაჯერებული ხდები, ვიდრე მატჩამდე იყავი. ნაპოლის სტადიონზე რამდენჯერმე სიჩუმე ჩამოწვა, […]
13 ქულით წინ – ნაპოლიმ რომა დაამარცხა
“შეგიძლიათ მიულოცოთ, უკვე ჩემპიონები არიან”, – ეს სიტყვები ჟოზე მოურინიუმ მატჩის წინ თქვა, მატჩის შემდეგ კი ნაპოლის უპირატესობა უახლოეს მდევართან 13 ქულამდე გაიზარდა. თამაში ნაპოლის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ რთული შეხვედრა გამოდგა. ავადმყოფობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, სერია ა-ს საუკეთესო დუეტმა პირველივე წუთებიდან შეუტია რომას და გოლიც […]