მაიამი ბატლერის, პელიკანსი ზაიონის გარეშე
მაიამი ჰიტმა და ნიუ ორლეან პელიკანსმა ფლეი ინის პირველი შეხვედრები წააგეს. მეორე შანსი მიიღეს, მაგრამ მთავარი ლიდერების გარეშე მოუწევთ თამაში, არადა, ჯიმი ბატლერი ფლეი ოფში ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს მოთამაშე კალათბურთელებს შორის, ზაიონ უილიამსონმა კი შესაძლოა, კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ტრავმას მაინც ვერ აცდა. პელიკანსი ლეიკერსთან დამარცხდა. ზაიონმა 40 ქულა აიღო და თავის გუნდში ორი […]
ლეიკერსი პლეიოფშია – გოლდენ სტეიტი გავარდა
დასავლეთ კონფერენციაში ფლეი ინის შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ნიუ ორლეან პელიკანსი დაამარცხა და პლეიოფში გადაინაცვლა. გოლდენ სტეიტი კი საკრამენტო კინგსთან დამარცხდა და სეზონი დაასრულა. ეს დიდი ეპოქის დასასრულია. შესაძლოა, უორიორზის ეპოქა ბევრისთვის წლების წინ დასრულდა, მაგრამ ეს უკვე ბოლო წერტილია, სტეფი, გრინი და ტომპსონი ერთად ამ გუნდში აღარ ითამაშებენ. რაც შეეხება ლოს ანჯელეს ლეიკერსსა […]
ზაიონისა და მაკკოლუმის 62 ქულა – პელიკანსმა საკრამენტო დაამარცხა
სულ რაღაც ორი სათამაშო დღე დარჩა NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე. გასარკვევი ბევრი არაფერია, ხელის გულზე დევს როგორც ფლეი ინის, ისე პლეიოფების სია. დასავლეთ კონფერენციაში ფინიქსს ჯერ კიდევ აქვს შანსი საპლეიოფო ზონაში მოხვდეს, ისევე როგორც ფილადელფიას აღმოსავლეთ კონფერენციაში. მთავარი ინტრიგა ეს არის, სხვა ყველაფერი თითქოს დალაგდა, დენვერ ნაგეთსმაც კი დაიბრუნა აღმოსავლეთის პირველი ადგილი. საკრამენტო კინგსი vs […]
ტაირის მაქსის 52 ქულა – სიქსერსმა სპურსი დაამარცხა
ფილადელფია სიქსერსმა ისევ მოისაკლისა ჯოელ ემბიდი, მაგრამ სან ანტონიო სპურსის დამარცხება მაინც შეძლეს. ყველაფერი მეორე ოვერტაიმში გადაწყდა, სანდრო მამუკელაშვილმა კი ამჯერად 24 წუთი დაჰყო პარკეტზე. სანდროს ანგარიშზე 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტია. ორი სამქულიანი ისროლა არზუსტად, FG – 1/6. სან ანტონიო სპურსი vs ფილადელფია სიქსერსი ორი სუპერ პერფორმანსი ვიხილეთ, ორივე მოსალოდნელი. ერთი მხრივ […]