NBA All Star – სასტარტო ხუთეულები ცნობილია

ლებრონ ჯეიმსი ეცდება აბდულ-ჯაბარს გადაასწროს და ყველაზე მეტი ქულა დააგროვოს ლიგაში, მანამდე კი მის კიდევ ერთ რეკორდს გაუთანაბრდა. ქარიმის მსგავსად ლებრონიც მეცხრამეტედ მიიღებს მონაწილეობას ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში. ლებრონი დასავლეთ კონფერენციის კაპიტანი იქნება. აღმოსავლეთს კი იანისი უკაპიტნებს. ცნობილია სასტარტო ხუთეულები. დასავლეთ კონფერენცია: აღმოსავლეთ კონფერენცია: დანარჩენ მოთამაშეებს შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე, კაპიტნები აირჩევენ. უკვე მეექვსედ გვაქვს კაპიტნების […]

ახალი წელი – მიჩელის, ემბიდისა და ზაიონის გარეშე

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. დენვერ ნაგეთსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 121:108 დაამარცხა. არ უთამაშია დონოვან მიჩელს. ისტორიული მატჩის შემდეგ, როცა მიჩელმა 71 ქულა ჩააგდო, მის მიმართ ინტერესი მაქსიმალურად გაიზარდა, თუმცა, ამჯერად პარკეტზე არ ყოფილა. დარიუს გარლანდის 21 და ლევერტის 22 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. დენვერის შემადგენლობაში ტრადიციულად საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი. […]

ზაიონი დაბრუნდა

ლუკა დონჩიჩის გუშინდელი მასტერკლასის შემდეგ რთულია რამემ აღგაფრთოვანოს, მაგრამ ზაიონ უილიამსონმა ეს შეძლო. პარკეტს დაუბრუნდა და კარიერის მატჩიც ჩაატარა. პელიკანსმა მინესოტას უმასპინძლა და 119:118 დაამარცხა. ზაიონი მთელი თამაშის მანძილზე დომინირებდა, მის წინააღმდეგ ძალიან უსუსური ჩანდა რუდი გობერი. თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე ზაიონმა ბურთი ჩაჭრა და გადამწყვეტი ქულები მოუტანა თავის გუნდს. საერთო ჯამში, 43 ქულა, […]

შოუ King Center-ში

სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ მილუოკისა და ნიუ ორლეანს შორის. მოლოდინი დიდი იყო და გამართლდა, პარკეტზე ვნახეთ იანისიც და ზაიონიც. მატჩს კი საპლეიოფო ეშხი დაჰკრავდა. მილუოკიმ 128:119 გაიმარჯვა. ბოლო მეოთხედში ორი წუთით ადრე ანგარიში სამ ქულამდე შემცირდა, მაგრამ პელიკენსმა თამაშის შემობრუნება ვერ შეძლო. პელიკენსიდან საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო, – 37 წუთში 37 ქულა, 18 მოხსნა 5 შედეგიანი […]