ზუროსის სია ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი 12 კაციანი სია ცნობილია. ილიას ზუროსმა რჩეულები შეარჩია. უკვე დიდი ხანია ეროვნული ნაკრებების სოციალური ქსელის გვერდები ხარისხიანად და ოპერატიულად მუშაობენ, როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო. ამჯერად კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გავრცელდა ვიდეო სადაც საბოლოო სია გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დაასახელა: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია. […]

ერთ ნაბიჯში მსოფლიო ჩემპიონატთან

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები 88:80 დაამარცხა და ისტორიულ მიღწევამდე ერთი მოგებაღა აშორებს. მოსაგები თამაში იყო, საქართველო ფავორიტის რანგში ჩავიდა, რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა. მთავარი მატჩი კი წინ არის, საქართველოს ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს, 26 თებერვალს, მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მოგებულ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი სანერვიულო გამოდგა. საქართველო ფარქვეშ უკეთესი იყო, […]

შენგელიას ბოლონიამ ბარსელონა დაამარცხა

ვირტუს ბოლონია ბარსელონას ესტუმრა და 83:75 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 20 წუთი და 9 წამი გაატარა. თორნიკეს ანგარიშზე 5 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. გაბრიელ ლუნდბერგმა 20 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბარსელონას რიგებში 12 ქულა დააგროვა იან ვესლიმ. 11-11 ქულა დააგროვეს ლაპროვიტოლამ, კურიჩმა და ოსკარ და სილვამ. ბარსელონაზე სატურნირო ცხრილის მეორე […]