ზუროსის სია ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი 12 კაციანი სია ცნობილია. ილიას ზუროსმა რჩეულები შეარჩია. უკვე დიდი ხანია ეროვნული ნაკრებების სოციალური ქსელის გვერდები ხარისხიანად და ოპერატიულად მუშაობენ, როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო. ამჯერად კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გავრცელდა ვიდეო სადაც საბოლოო სია გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დაასახელა: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია. […]
საქართველოს კალათბურთის ნაკრები – ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოქვეყნდა და განრიგის შესახებაც გვამცნეს ინფორმაცია. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის ილიას ზუროსმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე გუნდს იტალიაში […]