ესპანეთი vs ინგლისი – ევროპის ჩემპიონატის ფინალი

ესპანეთი vs ინგლისი - ევროპის ჩემპიონატის ფინალი | Setanta Sports

ესპანეთი vs ინგლისი – ევროპის ჩემპიონობისთვის ნაკრებები ბერლინში იბრძოლებენ. მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე, ოლიმპიაშტადიონზე დაიწყება. ესპანეთი თუ ინგლისი, არგენტინა თუ კოლუმბია – ეს ორი კითხვა დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალურია. პირველი წყვილი ევროპის, ხოლო მეორე სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტურნირის ტიტულის მფლობელს გაარკვევს. სად ვუყურო ფინალს – ესპანეთი vs ინგლისი საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება […]

ინგლისი vs საფრანგეთი – პრესკონფერენცია

გარეტ საუთგეიტმა და დიდიე დეშამმა მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაყურებელი სანახაობრივ თამაშს ელის. კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გვარი ყველას პირზე აკერია, ვინ დარჩება გამარჯვებული ამას დღესვე შევიტყობთ. “ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი დიდი მატჩები გუნდისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო ნიშანია. იყო მატჩები, რომელმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა, ამავე დროს დიდი გამოცდილებაც შეგვძინა, ხვალ […]

მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას არ ვაპირებთ – უოკერმა მბაპეზე ისაუბრა

კაილ უოკერმა მოახლოებული მეოთხედფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კითხვები ძირითადად კილიან მბაპეს შესახებ დაისვა, არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ მაინცდამაინც კაილ უოკერი ვიხილეთ პრესკონფერენციაზე. მთელი საფეხბურთო სამყარო ამ დუელის მოლოდინშია, თუმცა, კილიან მბაპე არ არის კლასიკური გარემარბი, მისი დაჭერა მხოლოდ უოკერის საქმე არ იქნება. „მბაპესთან ადრეც მითამაშია, რაც საქმეს მიადვილებს. შესანიშნავი ფეხბურთელია, ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი […]

სტერლინგმა ნაკრები დატოვა

გარეტ საუთგეიტმა დაადასტურა რომ რაჰიმ სტერლინგმა გუნდი დატოვა. მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება. ინგლისის ნაკრების თავკაცმა სენეგალთან მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა კომენტარი, – “ის სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად ყოფნა პრიორიტეტულია. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ, შეუძლია იმდენი ხნით დაგვტოვოს, რამდენიც საჭირო იქნება”. საუთგეიტს ჰკითხეს როდის დაბრუნდებოდა სტერლინგი ნაკრებში, რაზეც მიუგო, – “ამჟამად არ ვიცი […]