ფოდენი ბელინგემს აქებს

სენეგალთან მოგებული მატჩის შემდეგ ფილ ფოდენმა ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა. 19 წლის ფეხბურთელს შესანიშნავი ჩემპიონატი აქვს და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. “არ მინდა გადავამეტო, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია, რომელიც ოდესმე მინახავს, – უთხრა ფოდენმა ITV-ის, – მას სისუსტე არ აქვს, მცირე ხანში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდება. მიმდინარე ჩემპიონატზე ბელინგემი გვაჩვენებს […]

ინგლისმა სენეგალი დაამარცხა – წინ საფრანგეთია

ინგლისის ნაკრებმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. ინგლისი ფავორიტი იყო,  სენეგალისგან კი მეტს ელოდნენ, ერთი კარგი მომენტის გარდა სენეგალს არაფერი შეუქმნია, მეტოქეს ვერცერთ მონაკვეთში წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. დიდ ინტერესს იწვევდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საუთგეიტი ძირითადი თერთმეტეულის შერჩევისას, თითქოს ყველაფერი დალაგებული აქვს, თუმცა, გარემარბებზე ვერ […]

ინგლისი და აშშ მერვედფინალში ითამაშებენ

ЧС-2022. Англія та США вийшли в плей-оф | Setanta Sports

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე წრე დაიწყო, A და B ჯგუფებში გამსვლელი გუნდები გამოვლინდნენ და მერვედფინალის წყვილებიც მივიღეთ. როგორც A ისე B ჯგუფში პირველი ადგილის ინტრიგა არ გვქონია, ნიდერლანდებს იოლი მეტოქე ერგო ბოლო ტურში, ინგლისს კი უელსთან ბევრი არ უწვალია, რადგან უელსის ნაკრებს მოტივაცია არც ჰქონია. შესაბამისად, B ჯგუფში მთავარი ამბავი აშშ-ისა და ირანის მატჩი იყო. აშშ […]