Game 2 – დალასმა კლიპერსთან გაათანაბრა

Game 2-ის მეორე დღე არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა და როგორც იქნა მასპინძელთა უპირატესობაც შეირყა. გუშინდელის მერე ყველა მასპინძელი გუნდი ორი გამარჯვებით დაწინაურდა, დღეს გამთენიისას ამ გუნდებს მინესოტა შეემატა, მერე კი როგორც იქნა ტრადიცია დაირღვა – სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი მთელი ყურადღება კევინ დურანტსა და ენტონი ედვარდსზე იყო მიპყრობილი. ასაკში სხვაობა 13 წელია. […]

პირველი წრე დასრულდა – მოსალოდნელი დრამა და სანახაობა

პლეიოფების პირველი წრე დასრულდა. თითქოს ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. ერთადერთი რაც ამ სერიას აკლდა ის ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც ტრავმის გამო ვერ შეძლეს თამაში. ჯერ ახლა ხურდება, წინ კიდევ უკეთესი ამბები გველის. Game 1 კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი 97:83 გოგა ბითაძეს არ უთამაშია. დონოვან მიჩელის ანგარიშზე 30 ქულაა; მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი […]

დეროზანის 46 ქულა – ჩიკაგომ ინდიანა ოვერტაიმში დაამარცხა

ორლანდო მეჯიქმა ბრუკლინ ნეტსი 114:106 დაამარცხა. გოგა ბითაძეს მხოლოდ ორი წუთი მისცეს და ამდენივე ქულა დააგროვა. სხვა ვერაფრის გაკეთება გოგამ ვერ მოასწრო. ტრადიციულად საუკეთესო იყო პაოლო ბანჩერო, რომელმაც 21 ქულა და 9 ასისტი მიითვალა. მხოლოდ ერთი პასი დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ჩამოიტოვა ემბიდის გარეშე დარჩენილი ფილადელფია სიქსერსი და ინდიანა პეისერსი. […]

ლეიკერსი ჩემპიონია – ლებრონ ჯეიმსი MVP

ისტორიაში პირველი NBA-ის თასი დასრულდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონია. ალბათ, სიმბოლურიც არის რომ პირველი გათამაშება სწორედ ლეიკერსმა მოიგო. ინდიანამ ფინალამდე რთული გზა გაიარა, ჰალიბარტონი ძალიან კარგ ფორმაშია და ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებდნენ, მით უმეტეს, რომ ლეიკერსი არ არის დაუმარცხებელთა კატეგორიიდან, მაგრამ ფინალი მაინც დამაჯერებლად მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ინდიანამ სხვაობა სამ ქულამდე რამდენჯერმე შეამცირა, ეს იყო […]