NBA – ფინიქსმა დალასი დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაფერი რიგზეა, დასავლეთში კი ქაოსი გვაქვს. არ ვიცი ვინ ელოდა ოკლაჰომას პირველ ადგილზე აღზევებას, ან მინესოტას იქვე კომფორტულად მოკალათებას, მაგრამ დალასისა და ლეიკერსისგან რომ დიდ ნახტომს არ ელოდნენ ეს ფაქტია. გარდა ამისა, უარეს დღეში არიან გოლდენ სტეიტი და მემფისი. უორიორზის თავს არ ხდება კარგი ამბავი, მემფისის ჩავარდნის მიზეზი კი მარტივია. […]

NBA – ახალი წლის ღამეს – 39 წლის ლებრონი დაფრინავს

NBA-ის არ აინტერესებს ახალი წელი. ან აინტერესებს, მაგრამ პაუზას არ იღებს. თავს აჯერებენ რომ რეგულარული ლიგა დიდი საჩუქარია მაყურებლისთვის, არადა, არ არის საქმე ასე. ნაციონალური ლიგა მაყურებელს კარგავს, შიდა ტურნირის შემოღებაც მაყურებლის შენარჩუნების მცდელობა იყო, რამდენად ივარგა თავად განსაჯეთ. თამაში კი გრძელდება. გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, ნიქსთან 30 წუთი მისცეს, 13 ქულა, 7 […]

NBA-ის თასი – ლეიკერსი და მილუოკი ნახევარფინალში გავიდნენ

გუშინ ინდიანა პეისერსი და ნიუ-ორლეან პელიკანსი გავიდნენ ნახევარფინალში. დღეს ლას-ვეგასის გზაზე მიმავალი ორი გუნდიც გაირკვა. ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, მოულოდნელი მხოლოდ პეისერსის გასვლა იყო. გამთენიისას ლეიკერსმა ფინიქსს უმასპინძლა, მილუოკიმ ნიუ-იორკ ნიქსს. ბაქსი vs ნიქსი თამაშის დასაწყისშივე დავიზაფრეთ, იანისი დაშვების დროს ფეხს ადგამს ჯულიუს რენდელს, ზუსტად ისე, როგორც კავაიმ იპოვა ზაზას ფეხი – ან ზაზას ფეხმა კავაის […]

NBA – ორლანდო მოგებას განაგრძობს/იოკიჩმა დურანტი დაამარცხა

ორლანდო ისევ იგებს, გოგა ისევ სასტარტოშია. ამაზე უკეთესს ვერაფერს წარმოვიდგენდით. როცა გოგა ინდიანას ტოვებდა, უკეთესის მოლოდინი ყველას გვქონდა, მაგრამ ამ სეზონს თუ ასე მაგრად დაიწყებდნენ ამას ნამდვილად არ ველოდი. კარგი თამაშები შედგა, ვიქტორ ვემბანიამა ზაიონ უილიამსონის პირისპირ უნდა გვენახა, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი. NBA-ის ორი მომავალი სახე, უდიდესი ვარსკვლავური პოტენციალით, და დიდი კითხვის ნიშნით […]