ლებრონ ჯეიმსი ისევ დაფრინავს!
გოლდენ სტეიტ უორიორზმა ბრუკლინს უმასპინძლა, როგორღაც მოახერხა და დამარცხდა. ბოლო ხუთ წუთში 12 ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და 4 ქულით დამარცხდნენ. გოლდენ სტეიტს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ ჰქონია, სასტარტო ხუთეული პარკეტზე გავიდა, – გრინი, პული, ვიგინსი, ტომპსონი, კარი. სამაგიეროდ, ბრუკლინს კვლავ აკლია კევინ დურანტი, რომელიც მისი გუნდით ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ იყო […]
ბრუკლინი დურანტისა და ირვინგის გარეშე დამარცხდა
მილუოკ ბაქსმა ტორონტოს უმასპინძლა და 130:122 დაამარცხა. ბაქსი კვლავ იანისის გარეშე აგრძელებს თამაშს, კრის მიდლტონის უქმობა კი დიდი ხნის ამბავია. იანისის არყოფნაში ფრთები შეესხა ჯრუ ჰოლიდეის, ბოლო მატჩებში საუკეთესო იყო და არც ტორონტოსთან შეურცხვენია თავი. ჯრუს ანგარიშზე 37 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტია. კარგი შეხვედრა ჰქონდა ბრუკ ლოპესს, თუმცა, 29 წუთზე მეტი ვერ ითამაშა, […]
NBA – ბრუკლინის მოგება დურანტის ტრავმის ხარჯზე
მაიამიმ ბრუკლინს უმასპინძლა და ერთი ქულით – 101:102 დამარცხდა. ბოლო სროლა კაირი ირვინგმა დაიტოვა, თუმცა, სამქულიანი გააცუდა, როის ონილმა მეტოქის ფარზე მოხსნა და გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო. კარგი მატჩი გამოვიდა, თუმცა, ცუდიც ვნახეთ, – ჯიმი ბატლერი ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან ცუდად შეეჯახა კევინ დურანტს. კევინს ფეხი მოჰყვა და სავარაუდოდ მუხლი დაიზიანა. პარკეტი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. არის […]