ბარსელონა vs პსჟ – წინათქმა

დღეს თბილისის დროით 23:00 ზე ბარსელონა სენ ჟერმენს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2. შეხვედრას დამატებითი მოტივიც თან ახლავს, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებულად ელის – როგორ დახვდება მონჟუიკი უსმან დემბელეს? როგორ დახვდებიან დემბელეს? ელიან რაღაც ისეთს, რაც ლუიშ ფიგუს დამართეს კამპ ნოუზე. რა თქმა უნდა, დემბელეს მიმართ ასეთი სიძულვილი არ არსებობს, ეს უფრო მცირეხნიანი […]

პსჟ vs ბაიერნი – პრევიუ

მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება მერვედფინალური ეტაპის მთავარი მატჩია, რა თქმა უნდა, რეალისა და ლივერპულის წყვილთან ერთად. შეხვედრა დამატებით ინტრიგას იძენს გუნდების პოლიტიკის გამო. პსჟ ხმაურიანი ტრანსფერებით არის ცნობილი, ბაიერნი გამართული სისტემით. ამ კლუბების ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირებაც ბევრი ყოფილა, თუმცა, საერთო პოზიციაც აღმოაჩნდათ, – ორივე მათგანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სუპერ ლიგის დაარსების. თუმცა, […]

The Guardian-ის საბოლოო სია ცნობილია

The Guardian-ის უკანასკნელი ათეულიც ცნობილი გახდა. ბრიტანულმა გამოცემამ 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, პირველ ადგილი ლიონელ მესის ერგო, ხვიჩა კვარაცხელია მე-40 ადგილზე გავიდა, ხოლო, კრიშტუანუ რონალდუ 51-ეზე. საუკეთესო ათეულის სია ასე გამოიყურება:

საზეიმო წარდგენა არ შედგება – პსჟ უარზეა

პსჟ ლიონელ მესისთვის, საზეიმო დახვედრას ორგანიზებას არ გაუკეთებს. პარიზში ჩათვალეს, რომ კლუბის ბაზაზე გულთბილი მიღება საკმარისი იყო. თავდაპირველად, გავრცელდა ცნობა, რომ თავად ლიონელ მესი ითხოვდა სტადიონზე მსოფლიო თასის წარდგენას, რაც ცოტა უცნაურად, და ამავე დროს პროვოკაციულადაც კი ჟღერდა. სენ ჟერმენის ფანებს შეუძლიათ მესის მიულოცონ მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ მასთან ერთად ვერ იზეიმებენ. მათი ქვეყანა დამარცხდა. ემილიანო […]