მამარდაშვილი – ერთი წელი, სურპრიზი და სამინისტროს ჯილდო
31 დეკემბერს 1 წელი შესრულდა რაც გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში იმედები სრულფასოვნად გაამართლა. “გიორგი მამარდაშვილს შეუძლია იყოს სურპრიზი ლა ლიგაში”, – თქვა ესპანურ მედიასთან საუბარში მამარდაშვილის მენეჯერმა 2021 წლის ზაფხულში. ლევან სეთურიძეს setantasports.com-ი დაუკავშირდა. მოკლე კომენტარით ქართველი მეკარის ერთი წელი შევაჯამეთ. “განვლილი დროის განმავლობაში გიორგიმ დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე […]
მადრიდის რეალი უკრაინას 20 გენერატორს გადასცემს
საკუთარი ფონდის მეშვეობით, მადრიდის რეალი დონეცკის შახტარის სოლიდარობის ინიციატივას უერთდება, რათა მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს დამდგარი ზამთრის პირობებში. უკრაინაში ელექტრო მომარაგებისა და სხვა ენერგო რესურსების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. მიზეზი რუსული ავიაიერიშებია. აგრესორი ქვეყანა კვლავ განაგრძობს დარტყმებს ენერგო ინფრასტრუქტურაზე, შედეგად ელექტრო ენერგიის მიწოდების გარდა პრობლემატურია გათბობაც. დონეცკის შახტარმა დახმარებისთვის ევროპულ საფეხბურთო კლუბებს მიმართა. მიზანი კვების […]