Game 5 – ბატლერმა მთავარი ფავორიტი სახლში გაუშვა
Game 5 ორი გუნდისთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა. მილუოკ ბაქსი NBA-ის ისტორიაში მეექვსე გუნდია, რომელიც პირველ ნომრად გავიდა პლეიოფში და მერვე ნომერმა დაამარცხა. მილუოკი vs მაიამი თავიდანვე გამოჩნდა ამ სერიაში, რომ საქმე კარგად ვერ წავიდა მთავარი ფავორიტისთვის. ანტეტოკუნმპოს ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა. პლეიოფი სულ სხვა განზომილებაა, ახალი საფეხურია სადაც ძალების მაქსიმუმზე ხდება დაპირისპირება, მაგალითად, ჯიმი ბატლერი […]
Game 2 – მოხუცების ადგილი აქ არ არის
მემფისმა გაათანაბრა, მილუოკმა გაათანაბრა, დენვერი კი წინ გაიჭრა. როგორც მოსალოდნელი იყო. მემფისისა და ლეიკერსის წყვილი კი ნამდვილად განსაკუთრებული გამოვიდა. მემფისი vs ლეიკერსი დავიწყოთ იმით, რომ ჯა მორანტს ტრავმის გამო არ უთამაშია. ძალიან დიდი დანაკლისია, ლეიკერსიც უფრო მეტად შემართული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. მემფისმა მორანტის გარეშეც მოიგო – 103:93. დაზიანებას ისევ ვერ გადაურჩა ენტონი […]
NBA – სენსაციების დღე პლეიოფში
პლეიოფის კიდევ ოთხი შეხვედრა ვიხილეთ. ერთმანეთზე უკეთესი, თუმცა, ერთი ცუდი ამბავიც მოხდა, იანისმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და პარკეტი დატოვა. მემფისი vs ლეიკერსი დაამარცხებს თუ არა ნომერი 7 ნომერ 2-ს? ეს არის პლეიოფების მთავარი კითხვა, რადგან აბსოლუტურად შესაძლებელი ამბავია. ანგარიში უკვე ლეიკერსს მიჰყავს, თანაც მემფისში მოიგეს – 128:112. ლეიკერსმა თავიდანვე ძალიან კარგად დაიწყო, უფრო მობილიზებული […]
დრამა ლოს ანჯელესში – ლეიკერსი პლეიოფშია!
პირველ რიგში, უნდა ითქვას რუდი გობერზე. თანაგუნდელს შესვენების დროს უშნოდ გაარტყა ხელი და ამის გამო მოიკვეთა. მინესოტამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. Play In-ში, ლეიკერსის წინააღმდეგ, რომელსაც ენტონი დევისი ჰყავს, რუდი გობერს რომ თამაშიდან მოკვეთავ, კარგს არაფერს უნდა ელოდო. არ ვამბობ, რომ რუდი დევისს დაიჭერდა, მაგრამ ასეთ შეხვედრაში საუკეთესო რესურსი აუცილებლად უნდა გამოიყენო. მგლებმა კარგად დაიწყეს […]