კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალების დროა

ევროპა ლიგის მსგავსად, კონფერენს ლიგაზეც დღეს ჩატარდება მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები. განსაკუთრებით საყურადღებო ჩვენთვის ლეხისა და ფიორენტინას დაპირისპირებაა. ადრეული მატჩი თბილისის დროით 20:45 წუთზე გენტისა და ვესტ ჰემის შეხვედრა დაიწყება. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ვესტ ჰემია. ინგლისში ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრაც კი ძალიან რთულია, ამ ტურნირის მოგებით კი გარანტირებული გაქვს უფრო მაღალი რანგის ტურნირზე გამოსვლა. […]