ნიდერლანდები-არგენტინა – ექსტრა წუთები, ექსტრა ტაიმები, ექსტრა დრამა
არგენტინა ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება. ზედიზედ მეორე მეოთხედფინალში მაყურებელმა პენალტების სერია იხილა. გმირი ემილიანო მარტინესია. ამჯერად 11-მეტრიანი ნიშნულიდან მომდევნო ეტაპის საგზური არგენტინამ მოიპოვა. ემილიანო მარტინესმა ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერხუისს პირველი ორი პენალტი აუღო, რამაც სერიის ბედიც გადაწყვიტა. ალბისელესტეს მხრიდან ლეო მესიმ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მონტიელმა ზუსტად დაარტყეს, ენცო ფერნანდესის აცილებული დარტყმის შემდეგ კი […]