NBA – იოკიჩმა ლებრონსა და კიდს გადაასწრო
NBA-ში მორიგი დღის თამაშები გაიმართა. პროცესში გამოჩნდება როგორ იმოქმედებს მოთამაშეებზე ახალ ტურნირში ჩაბმა. თან რეგულარულს ითამაშებენ, თან თასის ფორმატში განაგრძობენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ბევრი რამ ვნახეთ, კლიპერსში ვეტერანთა დიდი ოთხეული შეიკრა – კავაი, ჯორჯი, უესტბრუკი და უკვე ჯეიმს ჰარდენიც. ვნახეთ კემ ტომასის 45 ქულა, ჯოელ ემბიდის 48 ქულა და ორმაგი დუბლი, და რაც მთავარია, ნიკოლა იოკიჩის […]
ბოსტონმა დალასშიც მოიგო – ერთ ნაბიჯში ჩემპიონობასთან
ბოსტონ სელტიკსმა დალასშიც შეძლო მოგება და მავერიქსს წარმატების მიღწევის სულ მცირე შანსი დაუტოვა, თუმცა, არა მგონია ვინმეს მაინც სჯეროდეს ამის, თუნდაც, თავგადაკლულ ქომაგებს. რაც მთავარია, დიდი რწმენა ალბათ აღარც ლუკა დონჩიჩს შერჩა და აღარც კაირი ირვინგს. უბრალოდ, ბოსტონი უფრო კარგად დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია. არც ვარსკვლავები აკლიათ და არც გუნდურობა. მე პირადად ლუკასა და კაირის […]
ბოსტონმა Game 2 მოიგო – ლუკას სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა
ბოსტონმა მეორე შეხვედრაც მოგებით დაასრულა. ამჯერად ნაკლები უპირატესობით, 105:98 მოიგეს. თუმცა, თავდაჯერება მაინც არ აკლდათ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სელტიკსის მთავარი უპირატესობა, გარდა ორი მთავარი ვარსკვლავისა, არიან მოთამაშეები, რომელთაც ლიდერობის აღება შეუძლიათ საკუთარ თავზე, საბოლოოდ კი სუპერგუნდის ეფექტი გვაქვს. წინა შეხვედრაში თუ პორზინგისი გამოირჩა, რომელმაც ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა Game 1 – ის მოგებაში, ამჯერად ჯრუ […]
ბოსტონმა Game 1 მოიგო – პორზინგისის დიდებული პერფორმანსი
სუპერფინალიც გაიხსნა – TD გარდენზე ბოსტონ სელტიკსმა დალას მავერიქსს უმასპინძლა და Game 1 მოგებით დაასრულა – 107:89. მთავარი თემა კრისტაპს პორზინგისის დაბრუნება გახდა, რომელმაც მთელი საპლეიოფო სერია გამოტოვა. პორზინგისის ფაქტორი გვქონდა ერთი დიდი კითხვის ნიშანი – რა ფორმაში დაბრუნდებოდა ლატვიელი, იქნებოდა თუ არა ისევ ისეთი სასარგებლო, როგორც რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას იყო, ეყოფოდა თუ არა სიმძლავრე […]