დალას მავერიქსმა მინესოტაში მოიგო – კაირის და ლუკას ერთობლივი 63 ქულა

რაც უფრო წინ წავა დალას მავერიქსი, მით უფრო ხშირად მოისმენთ რომ დრო იყო საჭირო. თავიდანვე ეს ითქვა როცა კაირი ირვინგი დალასში გადავიდა და მთავარი კითხვა მისი და ლუკას დუეტის ირგვლივ დაისვა – შეძლებენ თუ ვერა? კაირი ირვინგი ძალიან დიდი კალათბურთელია, მაგრამ არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ რომ კაირის ეგო თავად კაირიზე დიდია. ეს კიდევ […]

Game 5 – ბოსტონმა სერია დახურა

როგორც მოსალოდნელი იყო ბოსტონ სელტიკსმა მალევე მოამთავრა საქმე. კიდევ უფრო მარტივი გამოდგა ეს ამბავი დონოვან მიჩელის ტრავმის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ძალების დაზოგვითაც კი მოახერხეს კონფერენციის ფინალში გასვლა, სადაც ნიუ-იორკ ნიქსსა და ინდიანა პეისერსს შორის გამარჯვებულს დაელოდება. გუშინ გამთენიისას გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, აქ სულ სხვა ამბავი გვაქვს, სულ სხვა დრამა და სულ სხვა დუელი. […]

Game 4 – შაიმ გაათანაბრა

არაფერი აკლია მიმდინარე პლეიოფებს. არც დრამა, არც სანახაობა, არც გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსები, არც მოულოდნელობის ეფექტი. დენვერისა და მინესოტას დაპირისპირება ბოლომდე ამართლებს მოლოდინს. ჯერ ტიმბერვულვზმა მოიგო ორი შეხვედრა დენვერში, ენტონი ედვარდსის შესამჩნევი დომინაციით, მერე ნიკოლა იოკიჩს MVP-ის ჯილდო გადასცეს და შეახსენეს რომ დღესდღეობით საუკეთესო მოთამაშეა, ერთგვარი გზავნილი იყო – არ გაქვს უფლება ასე მარტივად წააგოო. ჰოდა, […]

ნიკოლა იოკიჩის მესამე MVP-ი

რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე სერბი ნიკოლა იოკიჩი გახდა. ეს მისთვის მესამე MVP-ის ტიტულია. შეიძლებოდა ზედიზედ მეოთხე ყოფილიყო და სულ სხვაგვარად გამოჩნდებოდა ახლა ეს ჩამონათვალი, მაგრამ შუაში, ან, გნებავთ ყელში, ჯოელ ემბიდი გაეჩხირა. იოკიჩმა ემბიდთან მარცხი ახალ გამოწვევად მიიღო და ჩემპიონატი მოიგო. ბეჭედი მოირგო გიგანტის თითზე. ამჯერად მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდო ჩემპიონის სტატუსით ჩაიბარა. კანდიდატი სამი […]