ნაპოლი vs რომა კომენტარები და გამოხმაურება

ნაპოლიმ რომა მატჩის ბოლო წუთებზე დაამარცხა და უახლოეს მდევართან 13 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუ მარცხის მიუხედავად აქებდა თავის ფეხბურთელებს: “პირველივე წუთებიდან ძალიან კარგად ვითამაშეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით და თავსაც კარგად ვიცავდით. არის თამაშები, როცა აგებ, მაგრამ უფრო თავდაჯერებული ხდები, ვიდრე მატჩამდე იყავი. ნაპოლის სტადიონზე რამდენჯერმე სიჩუმე ჩამოწვა, […]

13 ქულით წინ – ნაპოლიმ რომა დაამარცხა

“შეგიძლიათ მიულოცოთ, უკვე ჩემპიონები არიან”, – ეს სიტყვები ჟოზე მოურინიუმ მატჩის წინ თქვა, მატჩის შემდეგ კი ნაპოლის უპირატესობა უახლოეს მდევართან 13 ქულამდე გაიზარდა. თამაში ნაპოლის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ რთული შეხვედრა გამოდგა. ავადმყოფობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, სერია ა-ს საუკეთესო დუეტმა პირველივე წუთებიდან შეუტია რომას და გოლიც […]

ნაპოლი vs რომა Setanta Sports-ზე – Preview

ნაპოლი vs რომა | Setanta Sports

სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ნაპოლი და რომა დაუპირისპირდებიან. დერბი დელ სოლე დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 23:45 წუთიდან დაიწყება. ტურს ნაპოლი 1-ელ ადგილზე ხვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს 19 ტურის შემდეგ, 50 ქულა აქვს. ნაპოლის ყველაზე მეტი, 46 გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ნაკლები, 14 გოლი – გაშვებული. რომა მე-6 საფეხურზეა. […]

Kvaravaggio, Kvarashow, Kvaradona, Kvaratskhelia – ნაპოლიმ იუვე გაანადგურა

Kvarashow Napoli 5:1 Juventus | Setanta Sports

ნაპოლიმ იუვენტუსისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. დიეგო არმანდო მარადონაზე ნეოპოლურმა გუნდმა ტურინელებს 5 გოლი გაუტანა. კვარამ 5-დან 4 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. სერია A, მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა, პირველადგილოსანი ნაპოლი, მეორე პოზიციაზე მყოფ იუვენტუსს ხვდებოდა. როგორი აფიშაა? – დიდებული! როგორც მინიმუმ ისეთი, მატჩის 90-ე წუთამდე ინტრიგას რომ გპირდება. ჰაჰ! ნურას უკაცრავად. ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენს, […]