თამაშგარის ინოვაციური ტექნოლოგია ესპანეთის სუპერ თასზე
ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად – სუპერ თასზე თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. 11-15 იანვარს საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერ თასი ჩატარდება. მაყურებელს მისი ხილვა ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეეძლება. სიახლე VAR-ის ფუნქციონალში თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებულ სისტემას ესპანურ ტურნირზე პირველად გამოიყენებენ. მიზანი ადამიანური შეცდომის ალბათობის მინიმალიზება, მატჩის დინამიკის გაზრდა და ბუნდოვან მომენტებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა. ინოვაციურ ტექნოლოგიას FIFA-ს ტურნირებზე […]
ბეილი წავიდა – რით დაგვამახსოვრა თავი
გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. უელსელის ბოლო კლუბი ლოს ანჯელესი იყო. ბეილმა სულ რამდენიმე თვე ითამაშა MLS-ში და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. ბევრ გულშემატკივარს უკმარისობის გრძნობაც დაუტოვა. თითქოს, გაცილებით მეტი შეეძლო, წესით და რიგით, თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ადრე აღმოჩნდა მადრიდის რეალის სათადარიგოთა სკამზე. არადა, ასეთი რანგის ფეხბურთელები, ასეთ ასაკში, სკამზე […]
ის რაც ლა ლიგას ახასიათებს – ჩხუბი მოედანზე
ბარსელონამ გასვლაზე ატლეტკო დაამარცხა ანგარიშით 1:0. სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გამოვიდა. სუპერ თასის დაწყების წინ ბარსამ ლა ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა. ერთადერთი გოლი დემბელემ გაიტანა. კარგი კომბინაცია გამოვიდა, ჰგავდა პედრის დაწყებული დრიბლინგი ინიესტას წამოწყებულ შეტევას არსენალთან. მაშინ ჩავიმ დაასრულა შეტევა, ამჯერად გავის პასით დემბელემ გაიტანა. თუმცა, განსაკუთრებულ აქცენტს ერთ მომენტზე გავაკეთებთ, მატჩის მიწურულს ფერან ტორესმა და […]
ნოელ ლე გრე – ზიდანის დამცირებიდან მობოდიშებამდე
“ზინედინ ზიდანი? – მის სატელეფონო ზარსაც კი არ ვუპასუხებდი”, – თქვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. შესაბამისად, ლე ბლუში ზიდანის დანიშვნის მოარული ხმებიც მომენტალურად შეწყდა. RMC Sport-თან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრებსა და სხვა აქტუალურ თემებზე, მათ შორის, ზიდანზეც ისაუბრა. “ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? არ მაღელვებს. მას შეუძლია წავიდეს, […]