ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა დასრულდა. გაირკვა ნახევარფინალების ბადეც. ასეთი წყვილები მივიღეთ: პსჟ vs ბარსელონა მადრიდის ატლეტიკო vs დორტმუნდის ბორუსია ამ ორი წყვილის გამარჯვებული კი შემდეგი წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში: მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი ლონდონის არსენალი vs მიუნხენის ბაიერნი მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს გაიმართება.
წინათქმა – მადრიდის რეალი vs ლაიფციგი
ორი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია, გუშინ როგორც მოსალოდნელი იყო მიუნხენის ბაიერნმა და პარი სენ ჟერმენმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მერვედფინალები ისე დაწყვილდა რომ თავიდანვე ნათელი გახდა – თუ ეს ეტაპი სენსაციების გარეშე ჩაივლის, წინ ბევრი კლასიკური დაპირისპირება გველის. დღეს კიდევ ორი გუნდი გავა მეოთხედფინალში. დღევანდელ შეხვედრებს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ორივეს უპირატესობა […]
ილია თოფურიამ ბერნაბეუზე UFC-ის ქამარი წარადგინა – ვიდეო
ილია თოფურია სანტიაგო ბერნაბეუზე – ქართველმა ესპანეთის დედაქალაქში UFC-ის ქამარი წარადგინა. როგორც დაანონსებული იყო, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მადრიდის რეალისა და სევილიას მატჩი გახსნა. ესპანეთის დედაქალაქში 80 000-ზე მეტი ადამიანი ილიას თოფურიას რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა. სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი vs სევილიას მატჩის დაწყებამდე მინდორსა და მთელ სტადიონზე ათობით ვარსკლავი იყო, თუმცა მთავარი ყურადღება ქართველმა დაიმსახურა. […]
დღეს ჩემოიონთა ლიგა ბრუნდება – ლაიფციგი vs მადრიდის რეალი / კოპენჰაგენი vs მანჩესტერ სიტი
დასრულდა ლოდინი, იანვრის თვე ყოველთვის რთულია, რადგან ჩემპიონთა ლიგა არ გვაქვს სანახავი. თებერვლის დასაწყისი კი სიხარულთან ასოცირდება, რადგან ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გვიბრუნდება. წილისყრამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ერთადერთი მატჩი მივიღეთ ინტრიგით – მილანის ინტერი და მადრიდის ატლეტიკო. ყველაზე დიდ ინტერესს კი ნაპოლისა და ბარსელონას შეხვედრა იწვევს, მაგრამ ინტრიგა რამდენად აქვს ამ შეხვედრას თავად განსაჯეთ. თუმცა, სანახაობა […]