იოზილმა კარიერა დაასრულა
მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა. თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი ბოლოს ბასაკშეჰირის ღირსებას იცავდა. ნაადრევად.. 34 წლის ასაკში დღეს ფეხბურთიდან იშვიათად თუ წავა ვინმე. სპორტული აქტივობის ასაკი ბოლო დეკადის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია. ამ ასაკში არათუ დამატებითი შემოსავლის მისაღებად, არამედ, ჯერ კიდევ სპორტული მოტივაციით თამაშობენ. იოზილს დიდი ხანია მაღალი მიზნებისთვის აღარ უბრძოლია. ნაადრევად დაბერდა. ფენერბაჰჩეში გადასვლის შემდეგ სულ […]
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა
ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა შედგა. UEFA-ს შტაბბინაში საინტერესო, ამაღელვებელი წყვილები შედგა. ჩემპიონთა ლიგას შემორჩენილი გუნდები ასე დაწყვილდნენ: 1/2-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდებიან: ნაპოლი/მილანი vs ინტერი/ბენფიკა რეალი/ჩელსი vs სიტი/ბაიერნი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ცალსახად გაუმართლა. სიტი, ბაიერნი და რეალი ერთ ბადეში მოხვდნენ. ეს კი კვარას გუნდის შანსებს საგრძნობლად ზრდის ფინალში გასასვლელად. 1/4-ფინალის პირველი და საპასუხო მატჩები 11/12 […]
ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. ნაპოლიმ აინტრახტს უმასპინძლა, მადრიდის რეალმა კი ლივერპულს. ნაპოლი vs აინტრახტი ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, ნაპოლიმ აინტრახტი გაანადგურა – 3:0. მატჩის დაწყებამდე გერმანელმა ქომაგებმა დებოში მოაწყვეს, პოლიციას დაუპირისპირდნენ, რამდენიმე მანქანას ცეცხლი მოუკიდეს და ქალაქი დააზიანეს. ეს დაძაბულობა თან სდევდა შეხვედრის პირველ წუთებს, თუმცა, ტაიმის მიწურულს ოსიმენის გოლმა ყველაფერს წერტილი […]
კლასიკო ნახევარფინალში
კოპა დელ რეი დასკვნით ფაზაში შევიდა. ქართველი მაყურებელი ესპანეთის თასის ნახევარფინალებს Setantasports.com-ის ეთერში იხილავს. დღეს, 23:55 წუთზე ოსასუნასა და ბილბაოს შეხვედრა გაიმართება. ამ ეტაპიდან კოპა დელ რეი ტრადიციულ ფორმარს უბრუნდება და ორმატჩიანი ხდება. ზეგ, იმავე დროს, მადრიდის რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩები 5 და 6 აპრილს გაიმართება. ოსასუნა vs ბილბაო ლა ლიგაში ეს გუნდები მეზობლები […]