MVP-ს ჯილდო ამიერიდან ჯორდანის სახელობის იქნება

NBA-ის რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო ამიერიდან მაიკლ ჯორდანის სახელობის იქნება. ახალ დიზაინზე ვიქტორ სოლომონმა იმუშავა, ჯორდანი საბოლოო ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა. მაიკლ ჯორდანი ხუთჯერ გახდა რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე, და ძალიან გაბრაზდა, როცა ამის გაკეთება ერთხელ ვერ შეძლო, მოგეხსენებათ, ჯორდანი ექვსჯერ არის ფინალების MVP, რეგულარული სეზონის მიხედვით კი ერთხელ კარლ მელოუნს ხვდა ეს პატივი წილად. […]