მანჩესტერი vs ბარსელონა – Preview

მანჩესტერი – ბარსელონა, რაუნდი II. პირველი მატჩი საუკეთესო გამოდგა ევროპის სტადიონებზე, მხოლოდ, ლივერპული – რეალი თუ გადაწონის. ასეც იყო მოსალოდნელი, მანჩესტერმა და ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის დონის შეხვედრა გაჩუქეს. მოლოდინი მეორე შეხვედრაშიც დიდია. მატჩში სადაც გამსვლელის ვინაობა უნდა გადაწყდეს. ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მანჩესტერს მაინც აქვს მცირედი უპირატესობა, საკუთარი კედლებისა და ბარსელონას დიდი დანაკლისის გამო. […]

არაბული გაზაფხული – იყიდება მანჩესტერი

კატარის შეიხმა, ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანიმ მანჩესტერ იუნაიტედის შეძენა გადაწყვიტა. ამაზე ძალიან ბევრი რამ გაახსენდება ადამიანს, ჰოდა, მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ. თუ კატარიც შევიდა ინგლისურ ბაზარზე, გალფის ქვეყნების სამ უმდიდრეს სამეფოს ეყოლება პრემიერ ლიგაში წარმომადგენელი. ჯერ იყო გაერთიანებული საამიროები და მანჩესტერ სიტი, შემდეგ საუდის არაბეთი და ნიუკასლი, ახლა კი კატარის შეიხს აქვს მცდელობა მანჩესტერ იუნაიტედი […]

ბარსა vs მანჩესტერი/თავი პირველი – 2:2

პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. ჩავი vs ტენ ჰაგი სურპრიზები ორივე მწვრთნელმა შემოგვთავაზა, ჩავიმ სასტარტო თერთმეტეულის თვალსაზრისით, ტენ ჰაგმა კი ტაქტიკური ვარიაციის. რაღაც მხრივ, ორივემ მიიღო ის, რაც სურდა. ტენ ჰაგის ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური კომფორტი შეექმნა რაშფორდისთვის, შეეთავაზებინა მისთვის ის ზონა, რომელიც ყველაზე დაუცველი […]

ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი – Preview

ბარსელონა ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ანონსი ისეთია ჩემპიონთა ლიგასაც მოუხდებოდა, გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. ლაპორტამ სეზონის წინ ყველაფერი სასწორზე შეაგდო, ბოლომდე გარისკა და დამარცხდა. მიზანი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო, მხოლოდ ასე შეიძლებოდა იმ ფინანსური გზის გავლა, რომელიც პრეზიდენტმა დაგეგმა, მაგრამ არ გაუმართლა. ჯერ ერთი, სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, მერე მეორე – დაცვის ხაზი […]