მანჩესტერ სიტი vs მადრიდის რეალი – წინათქმა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მეორე წრე სანახაობრივად და დრამატულად გაგრძელდა. პირველ შეხვედრებში განცდილი მარცხის შემდეგ მაინც შეძლეს გასვლა სენ ჟერმენმა და დორტმუნდის ბორუსიამ. ესპანელები კი სახლში გაუშვეს. ლა ლიგის ღირსების დაცვას მადრიდის რეალი შეეცდება, თუმცა, ყველაზე რთული ამოცანა აქვს წინ – ეტიჰედზე ჩადის, გვარდიოლას ჩემპიონებთან სათამაშოთ. ყველა წყვილის დიდი პატივისცემის მიუხედავად, მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის […]

მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი – წინათქმა

“კარგი ფინალი იქნება” – ასე დახურა წლების წინ პრესკონფერენცია ჟოზე მოურინიუმ, ბარსელონასთან მერვედფინალის წინ. გამახსენდა იმიტომ, რომ ის მატჩიც ნაადრევ ფინალად მოინათლა. გამახსენდა ასევე იმიტომ, რომ მაშინ ჟოზემ გააკეთა ის, რასაც არც ერთი მწვრთნელი არ აკეთებს, ან, არ კადრულობს – ჯერ მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ჩამოთვალა, მერე თავისი. საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ მეტოქის თერთმეტეული ზუსტად გამოიცნო, თავის […]

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა დასრულდა. გაირკვა ნახევარფინალების ბადეც. ასეთი წყვილები მივიღეთ: პსჟ vs ბარსელონა მადრიდის ატლეტიკო vs დორტმუნდის ბორუსია ამ ორი წყვილის გამარჯვებული კი შემდეგი წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში: მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი ლონდონის არსენალი vs მიუნხენის ბაიერნი მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს გაიმართება.

ლივერპული vs მანჩესტერ სიტი – PL-ის ლიდერების მატჩი

ლივერპული vs მანჩესტერ სიტი | Setanta Sports

ლივერპული vs მანჩესტერ სიტი – პრემიერ ლიგაში ტოპ მატჩის დღეა. ენფილდზე ჩემპიონობის 3 პრეტენდენტიდან 2 ითამაშებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ზე 19:45 წუთიდან დაიწყება. არსენალი 2:1 ბრენტფორდი ტურის დაწყებამდე ლივერპული 1-ლი იყო, მანჩესტერ სიტი კი – მე-2. ძალთა ბალანსი არსენალმა შეცვალა, რომელმაც ბრენტფორდი, მინიმალურად, 2:1 დაამარცხა. ტურის მიმდინარეობისას პირველ ადგილზე არსენალი გადავიდა. შესაბამისად, ლივერპულმა და სიტიმ […]