The Last Dance – ტონი კროოსი vs მარკო როისი
შაბათს, თბილისის დროით 23:00 ზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უემბლიზე, მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება. მადრიდელები ლიგის მეთხუთმეტე ტიტულს უმიზნებენ, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მნიშვნელოვნად იცვლება, სახელი რჩება, თუმცა, ისეთ შეგრძნებას იწვევს ეს ცვლილება, თითქოს რაღაც დიდი ეტაპი სრულდება. ჩემპიონთა თასის ეპოქა მადრიდის რეალს ეკუთვნის. ჩემპიონთა ლიგის ეპოქაც მადრიდის რეალს ეკუთვნის. რას უწოდებენ შემდეგ ეპოქას […]