მესამე ადგილი ხორვატიას ერგო

მსაჯმა ჩასტვინა, ხორვატები მოედანზე შეცვივდნენ და მესამე ადგილი იზეიმეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ხშირად ხდება, რომ მესამე ადგილი დიდად არ ანაღვლებთ, ხორვატია-მაროკოს მატჩზე ამას ვერ ვიტყვით. ერთიც და მეორეც საკმარისად მოტივირებული გამოვიდა მოედანზე. პატივი სცეს საკუთარ თავსაც, გაწეულ შრომასაც და მაყურებელსაც. მაროკოს შეეძლო კიდევ უფრო დიდი ისტორიული ნაბიჯი გადაედგა და გამხდარიყო პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მედლით დაბრუნდებოდა […]

ხორვატია vs მაროკო – მე-3 ადგილისთვის

ხორვატია და მაროკო კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას დღეს დაასრულებენ. ევროპული და აფრიკული ნაკრებები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე FIFA-ს რეიტინგის მე-12 და 22-ე ნომრები ითამაშებენ. ხორვატები მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან, ხოლო მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. 1998 აღმოსავლეთ ევროპელებს მუნდიალზე მესამე ადგილის დაკავების გამოცდილება აქვთ. 1998 წელს დავორ შუკერმა და მისმა თანაგუნდელებმა […]

ფანებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

მაროკოსა და საფრანგეთის ქომაგებს შორის შეტაკებები მოხდა | Setanta Sports

საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობის შედეგად, სამწუხაროდ, მონპელიეში 14 წლის გულშემატკივარი დაიღუპა. საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალის შემდეგ საფრანგეთსა და ბელგიაში შეტაკებათა სერია მოხდა. მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს. სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებათა სერიას მონპელიეში 14 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. სამართალდამცველების განცხადებით, ის ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა. ჰოსპიტალიზების მიუხედავად 14 წლის ბიჭის გადარჩენა […]

საფრანგეთი 2-0 მაროკო – ლე ბლუ ტიტულის დასაცავად

საფრანგეთმა მაროკო დაამარცხა და ფინალში არგენტინას შეხვდება | Setanta Sports

საფრანგეთმა ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშებს. ლე ბლუ მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ გავიდა. კატარში ნახევარფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. საფრანგეთმა მაროკო 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩში საკვანძო ორი მომენტი იყო – პირველი, მორგან საისი ბოლომდე მწყობრში ნამდვილად არ იყო, რამაც მაღრიბელთა გეგმები იძულებითი ცვლილების გამო არია […]