პორტუგალია უკვე გამარჯვებულია – რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ქომაგებზე | Setanta Sports

კრიშტიანუ რონალდუს აზრით პორტუგალია უკვე გამარჯვებულია, მიზეზად კი ნაკრების კაპიტანს გულშემატკივრები მოჰყავს. მაროკოსთან მატჩამდე რონალდუმ თვითერის საკუთარ გვერდზე პორტუგალიის ქომაგების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. “არსებობს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიამ უკვე მოიგო. ეს ქომაგების მუნდიალია. საოცარია ის მხარდაჭერა და გამხნევება რაც პორტუგალიელი და არამხოლოდ პორტუგალიელი ხალხისგან აქ, კატარში ვიგრძენით. განაგრძეთ, ჩვენი მხარდაჭერა როგორც კარგ ასევე ძნელ დროს. […]

მაროკოელი ქომაგები პოლიციას დაუპირისპირდნენ

მაროკოელ ქომაგსა და ადგილობრივ სპეცრაზმს შორის შეტაკება ჯერ კიდევ იქამდე მოხდა, სანამ თერთმეტმეტრიანების სერია დაიწყებოდა. სამართალდამცავებმა ოპერაციაში ჩართეს ძაღლები და ცხენოსნები, შეტაკების დროს ერთ-ერთი მათგანი ცხენიდან გადმოვარდა. ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი არეულობა იყო. ორგანიზატორების განმარტებით ასობით უბილეთო ქომაგი სტადიონზე შეღწევას ცდილობდა, სწორედ ეს გახდა არეულობის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, […]