ბერეტინი ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს
26 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა განვლილი 2022 წლისა და მომავალი 2023 წლის სეზონების შესახებ ისაუბრა. ბერეტინიმ სეზონის ბოლო მატჩი დევისის თასის ნახევარფინალში, ფაბიო ფონინისთან ერთად წყვილში ჩაატარა. იტალიური დუეტი კანადელებთან ორ სეტში დამარცხდა. წლევანდელი სეზონის სტარტზე მატეო რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებდა, თუმცა მისთვის ეს კოშმარული წელი გამოდგა. იტალიელმა პრაქტიკულად მთელი წელი ტრავმებთან და კოვიდთან ბრძოლაში გაატარა. […]