Game 2 – მოხუცების ადგილი აქ არ არის

მემფისმა გაათანაბრა, მილუოკმა გაათანაბრა, დენვერი კი წინ გაიჭრა. როგორც მოსალოდნელი იყო. მემფისისა და ლეიკერსის წყვილი კი ნამდვილად განსაკუთრებული გამოვიდა. მემფისი vs ლეიკერსი დავიწყოთ იმით, რომ ჯა მორანტს ტრავმის გამო არ უთამაშია. ძალიან დიდი დანაკლისია, ლეიკერსიც უფრო მეტად შემართული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. მემფისმა მორანტის გარეშეც მოიგო – 103:93. დაზიანებას ისევ ვერ გადაურჩა ენტონი […]