NBA – ჯა მორანტი “ბაზერ ბითერით” დაბრუნდა

მემფისში სანტა კლაუსი ნაადრევად მოვიდა და ბავშვებს ჯა მორანტი მოუტანა, ამჯერად იარაღის გარეშე. ჯას დაბრუნება დღის მთავარი თემაა, ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა, წაგებისა და მოგების, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩის შემთხვევაში, მაგრამ ჯამ ისეთი წერტილი დასვა, მთელი დღე მისი ჰაილაითები შემოგეფეთებათ სხვადასხვა პლატფორმებზე. რეგულარული სეზონის ოთხი თამაში ჩატარდა და ოთხივემ ივარგა. ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად. მემფისი vs […]

NBA – იანის ანტეტოკუნმპოს 64 ქულა!

მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ის რეგულარულ სეზონში. ვნახეთ რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და ერთი განსაკუთრებული პერფორმანსი. მოდი ამით დავიწყოთ, მილუოკ ბაქსმა შური იძია, თასიდან გამოვარდნის შემდეგ ინდიანას კიდევ ერთხელ შეხვდა და 140:126 დაამარცხა. ბაქსი vs ინდიანა იანისი გააბრაზეს, თასიდან გამოვარდნამ როგორც ჩანს ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა, თან ჰალიბარტონმა აჯობა და კარგად უწყის რომ მასზე უკეთესია, საერთოდ, ასეთ […]

NBA – ბითაძის 15 ქულა და მოგება

NBA-ის თასის დასრულებისა და ერთდღიანი პაუზის შემდეგ რეგულარულ სეზონს დავუბრუნდით. დამარცხებულებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, ლებრონს კი შეუძლია გამარჯვებით დატკბეს. ითამაშეს იმ გუნდებმა, რომელთაც ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუეს სათასო შეხვედრებში. ვგულისხმობ მილუოკსა და პელიკანსს. საინტერესო იყო მათი შეხვედრებისთვის თვალის მიდევნება. თუმცა, მოდი ისევ ორლანდო მეჯიქით დავიწყოთ. ორლანდო vs კლივლენდი […]

NBA-ის თასი – ფინალისტები გამოვლინდნენ

ესეც ასე. შიდა ტურნირის ფინალისტები უკვე ვიცით. არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდი, რომ მილუოკი ამ ეტაპზე დაგვემშვიდობებოდა. თუმცა, ისიც აღგვინიშნავს – ერთ მატჩიან დუელში ყველაფერი შესაძლებელია. ინდიანასთან ფავორიტად მილუოკი ითვლებოდა, ლეიკერსისა და პეისერსის შეხვედრაში კი თანაბარ, დრამატულ დაპირისპირებას ელოდნენ. ჰოდა, არც პირველი შეხვედრის პროგნოზი გამართლდა, არც მეორე. მილუოკი vs […]