ენტონი ედვარდსის 37 ქულა – მინესოტამ კლიპერსი დაამარცხა
სან ანტონიო სპურსი ჰიუსტონ როკეტსთან 103:101 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს თერთმეტი წუთი დაუთმეს – ექვსი ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. FG – 3/3. თამაშის დასრულებამდე სამი წამით ადრე დევინ ვასელის ტაქტიკამ აღარ გაამართლა, საჯარიმოს ხაზიდან ფარს ძლიერად ისროლა იმის იმედად რომ მოხსნაზე ივარგებდა ვინმე, და როცა ვიქტორ ვემბი გყავს გუნდში უნდა გქონდეს კიდეც ამის […]
მილუოკ ბაქსმა დენვერ ნაგეთსი დაამრცხა – იანისის ორმაგი დუბლი
რეგულარული სეზონი გრძელდება, სულ მცირე დრო რჩება პაუზამდე და მერე All Star-იც გველის, მანამდე კი საინტერესო შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მილუოკი-დენვერისა და მინესოტა-კლიპერსის შეხვედრა. ჰოდა, მივყვეთ ეტაპობრივად. მილუოკ ბაქსი vs დენვერ ნაგეთსი თამაში თანაბრად დაიწყო, მოსაწყენად საქმე არავის ჰქონია, ატენტოკუმპო ტრადიციულად აგრესიული იყო, იოკიჩის სიმშვიდე თავის აფეთქებებით კი ცალკე თემაა და ალბათ ამაზე დისერტაციაც დაიწერება. […]
სტეფ კარის 11 სამქულიანი
დიდი დრო არ გასულა რაც ორლანდოსა და სან ანტონიოს შეხვედრაზე დავწერეთ და წუხილიც გამოვთქვით რომ ამ დაპირისპირებამ ქართველების გარეშე ჩაიარა, უფრო სწორად, სულ ბოლოს, რამდენიმე წამი მისცეს გოგა ბითაძეს. ეგ იყო და ეგ. ისევ შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს და დამაიმედებელი კვლავ არაფერია, სანდრო მამუკელაშვილი არ გამოჩენილა, გოგა ბითაძეს კი მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს. სანდროს ბოლო შვიდ […]
NBA – ჯოელ ემბიდის 70 ქულა!
2006 წლის 22 იანვარს კობი ბრაიანტმა 81 ქულა ჩააგდო და ამაზე საუბარი დღემდე არ შეწყვეტილა. მართალია რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, მაგრამ ის სხვა დრო იყო, ან, შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ ბუნდივანი წარმოდგენა არსებობს როგორი იყო მაშინდელი NBA-ი. კობი სად თამაშობდა, რა გარემოში, რა კონკურენციაში ეს უკვე კარგად ვიცით. გავიდა 18 წელი და ამ დღის აღსანიშნავად […]