ბაიერნმა ნაგელსმანი გაათავისუფლა
გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის ბაიერნმა იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ასე მოულოდნელად. თითქოს, სანაკრებო პაუზას დაელოდნენ, რათა მეტი დრო ჰქონოდათ საქმის დასალაგებლად. ბაიერნის ხელმძღვანელები იშვიათად იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, რომ ნაგელსმანის თაობაზე ბევრი ექნებოდათ ნაფიქრი და ეგებ მის შემცვლელთანაც დიდი ხნის წინ დაეწყოთ მოლაპარაკება. შემცვლელად კი ტომას ტუხელს ასახელებენ. ჩემპიონთა ლიგის […]