საუკეთესო შემტევი დუეტები სერია ა-ს ისტორიაში

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს შტურმით იღებენ. ნიგერიელი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ქართველი კი ასისტების ლიდერია. მოდი, გავიხსენოთ სერია ა-ს გამორჩეული დუეტები და ვნახოთ როგორი მაჩვენებლები ჰქონდათ სადებიუტო სეზონში. სტატისტიკა ბევრს არაფერს გვეტყვის კონტექსტის გარეშე, კონტექსტი კი ის არის, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე კალჩოპოლის შემდეგ ძალიან დაეცა, მხოლოდ ორი გამონათება იყო – ჟოზეს […]

სპეცია vs ნაპოლი – გამოხმაურებები

ნაპოლი სპეციას ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი ისევ შეუჩერებელია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ. ანგარიში 47-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ბურთი უკიდურეს კუთხეში გაგზავნა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. უნდა ითქვას, რომ ამ დროს პოლიტანოც მოედანზე იყო. 68-ე წუთზე ოსიმენმა მეკარეს მაღალ ნახტომში აჯობა და ანგარიში ორამდე გაზარდა. 73-ე წუთზე კვარაცხელია […]

ინტერვიუ მაქს გალოსთან – კვარაცხელია ნაპოლის სახედ იქცა

სეზონის დაწყების წინ Il Napolista-ს მთავარ რედაქტორს, მასიმილიანო გალოს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით კვარაცხელიასა და ნაპოლის შესახებ. მაქს გალომ ბევრი რამ სწორად ივარაუდა, სანამ ახალ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, მის პროგნოზებს შემოგთავაზებთ წინა ინტერვიუდან: ასე აგიხდეთ ყველაფერი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გალო თავიდანვე დარწმუნებული იყო კვარას შესაძლებლობებში, ხვიჩამ მოლოდინს მაინც გადააჭარბა. წინა ინტერვიუს დროს მაქსმა ივარაუდა, რომ […]

კვარაცხელია მუდრიკზე უკეთესია – ექსკლუზიური ინტერვიუ ანდრეს კარასკოსთან

ანდრეს კარასკო კვარაცხელიასა და მუდრიკზე | Setanta Sports

კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, პარკაძე და ბევრი სხვა – დინამო თბილისის აკადემია 10 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს. Setanta Sports-მა აკადემიის მთავარ მწვრთნელთან ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა. კარასკო აკადემიის წარმატებაზე ანდრეს კარასკო დინამო თბილისის აკადემიის შექმნაში 2011-2012 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ესპანელი სპეციალისტი დინამოში 1 წლის წინ დაბრუნდა. “დინამოს აკადემიას – როგორც პროექტს წარმატებული უკვე შეგვიძლია […]