ლებრონმა დაამრგვალა – 40’000 ქულა ლიგაში

კვირის მთავარი ამბავი ლებრონ ჯეიმსის რეკორდია, უფრო სწორად, ლამაზად დამრგვალებული ქულა, თორემ, რეკორდსმენი ისედაც იყო. ბოლო დროს ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა, სამიანებს ისე ისვრის არასდროს რომ არ უსვრია კარიერაში, ძველი აგრესიაც შენარჩუნებული აქვს და გამოცდილება ხომ ემატება და ემატება. ისევ დიდი სიამოვნებაა ლებრონის თამაშის ყურება და ამჯერად დენვერთან შეაჩერა თამაში – შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი. […]

ნიკოლა იოკიჩის სამმაგი დუბლი – დენვერმა უორიორზი დაამარცხა

სულ რაღაც ორი თვე დარჩა პლეიოფებამდე. ეს დრო სწრაფად გავა, თამაშებიც უფრო საინტერესო და სანახაობრივი გახდება, როგორც მინიმუმ დასავლეთ კონფერენციაში მაინც. ჰოდა, მოდი, ჩვენც დასავლეთ კონფერენციაზე გავაკეთოთ აქცენტი. გოლდენ სტეიტი vs დენვერ ნაგეთსი გოლდენ სტეიტისთვის კარგი ამბავი ის არის რომ კლეი ტომპსონმა გაიღვიძა, როგორც იქნა, კარგი შეხვედრა ჩაატარა, ან, კარგი პირველი ნახევარი, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის […]

მილუოკ ბაქსმა დენვერ ნაგეთსი დაამრცხა – იანისის ორმაგი დუბლი

რეგულარული სეზონი გრძელდება, სულ მცირე დრო რჩება პაუზამდე და მერე All Star-იც გველის, მანამდე კი საინტერესო შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მილუოკი-დენვერისა და მინესოტა-კლიპერსის შეხვედრა. ჰოდა, მივყვეთ ეტაპობრივად. მილუოკ ბაქსი vs დენვერ ნაგეთსი თამაში თანაბრად დაიწყო, მოსაწყენად საქმე არავის ჰქონია, ატენტოკუმპო ტრადიციულად აგრესიული იყო, იოკიჩის სიმშვიდე თავის აფეთქებებით კი ცალკე თემაა და ალბათ ამაზე დისერტაციაც დაიწერება. […]

All Star-ის ყველა მონაწილე ცნობილია

წლევანდელი All Star-ი 19 თებერვალს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე შედგება, ინდიანაპოლისში. შეხვედრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური. მანამდე კი შეგვიძლია მონაწილეებს გადავხედოთ, გუშინ რეზერვებიც დაასახელეს და სრული სია შეგვიძლია განვიხილოთ. აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკ ბაქსი) – ეს იანისისთვის ზედიზედ მერვე All Star-ი იქნება. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი) – ზედიზედ მეშვიდე All Star-ი. […]