დენვერი vs მაიამი – Preview
სამართლიანი ფინალი გვაქვს, ორივე გუნდმა ძალიან რთული გზა გაიარა და უძლიერესი მოთამაშეები გაუშვეს სახლში. დენვერმა ჯერ დევინ ბუკერისა და კევინ დურანტის დუეტს დაუქნია ხელი, მერე კი ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს. თუმცა, დასავლეთ კონფერენციის ლიდერისგან ეს გასაკვირი არ ყოფილა. აი, აღმოსავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანმა ჯერ Play in-ში დაამარცხა ჩიკაგო, შემდეგ კი ორი მთავარი ფავორიტი გააგდეს – […]
დასავლეთ კონფერენცია დენვერმა მოიგო
დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მეოთხე შეხვედრაშიც დაამარცხა და დასავლეთ კონფერენცია ულაპარაკოდ მოიგო. წინ სუპერ ფინალია, სადაც უდიდესი ალბათობით ჯიმი ბატლერის მაიამისთან მოუწევთ დაპირისპირება. საპლეიოფო სერიას ორი ძალიან გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. ჯიმი ბატლერი და ნიკოლა იოკიჩი. მათი საფინალო შეხვედრა კი მიმდინარე სეზონის მშვენება იქნება. მეფე მიდის? ლებრონმა საუკეთესო შეხვედრა Game 4-ში ჩაატარა. ეს პრობლემაა. უკვე […]
დენვერს სუპერ ფინალამდე ერთი მოგება დარჩა
დენვერს ანგარიში 3:0 მიჰყავს. ალბათ, ერთი კაციც არ დარჩა ვინც ფიქრობს, რომ ლეიკერსი ამ სერიაში რამეს გახდება. ჯანმრთელია დევისი, მაგრამ ცუდ ფორმაშია ლებრონი. როგორც ჩანს, ასეთი მოცემულობა სუპერ ფინალისთვის საკმარისი არ არის. კონფერენციის ფინალი ლეიკერსის მაქსიმუმია. რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას ამასაც ვერავინ იფიქრებდა, ვერ ვიტყვით, რომ ფინალში მარცხი ლეიკერსისთვის ტრაგიკული ამბავია იქნება. გაცილებით მძიმე ამბავი ის […]
დენვერმა ისევ მოიგო
დენვერმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ნიკოლა იოკიჩის ნაგეთსი შეცდომებს არ უშვებს. ახლა ლოს ანჯელესის ჯერია, სტუმართმოყვარე დახვედრით, კენდალ ჯენერითა და ჯეკ ნიკოლსონით. ლებრონს გაექცა პირველი მეოთხედი ლეიკერსმა 26:21 მოიგო, თუმცა, ბოლოსკენ ლებრონს ბურთი გაუცოცხლდა, აღარაფერი აკლდა ჩატენვამდე, ჰაერში აიწია, ხელიც წამოიღო, მაგრამ ბურთი თავისი გზით წავიდა ტრიბუნისკენ და ლებრონი კინაღამ ფარს შეასკდა თავით. ხდება ხოლმე. ახლა […]