პირველი წრე დასრულდა – მოსალოდნელი დრამა და სანახაობა

პლეიოფების პირველი წრე დასრულდა. თითქოს ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. ერთადერთი რაც ამ სერიას აკლდა ის ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც ტრავმის გამო ვერ შეძლეს თამაში. ჯერ ახლა ხურდება, წინ კიდევ უკეთესი ამბები გველის. Game 1 კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი 97:83 გოგა ბითაძეს არ უთამაშია. დონოვან მიჩელის ანგარიშზე 30 ქულაა; მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი […]

პელიკანსი და მაიამი პლეიოფში გავიდნენ

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ ორლეან პელიკანსს ზაიონ უილიამსონი გამოაკლდა, მაიამი ჰიტს კი ჯიმი ბატლერი, მაინც ორივემ შეძლო გადამწყვეტი თამაშის მოგება და პლეიოფში გასვლა. მოიგეს ისე რომ კითხვაც არ დატოვეს. სადაო არაფერია. ორივე გუნდმა დაიმსახურა. პლეიოფებში ძალიან დააკლდებათ თავიანთი ლიდერები, მაგრამ მაინც არის იმედი რომ სერიის ბოლოს დაბრუნდებიან. ასე რომ, ორივე გუნდი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება […]

მაიამი ბატლერის, პელიკანსი ზაიონის გარეშე

მაიამი ჰიტმა და ნიუ ორლეან პელიკანსმა ფლეი ინის პირველი შეხვედრები წააგეს. მეორე შანსი მიიღეს, მაგრამ მთავარი ლიდერების გარეშე მოუწევთ თამაში, არადა, ჯიმი ბატლერი ფლეი ოფში ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს მოთამაშე კალათბურთელებს შორის, ზაიონ უილიამსონმა კი შესაძლოა, კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ტრავმას მაინც ვერ აცდა. პელიკანსი ლეიკერსთან დამარცხდა. ზაიონმა 40 ქულა აიღო და თავის გუნდში ორი […]

ლეიკერსი პლეიოფშია – გოლდენ სტეიტი გავარდა

დასავლეთ კონფერენციაში ფლეი ინის შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ნიუ ორლეან პელიკანსი დაამარცხა და პლეიოფში გადაინაცვლა. გოლდენ სტეიტი კი საკრამენტო კინგსთან დამარცხდა და სეზონი დაასრულა. ეს დიდი ეპოქის დასასრულია. შესაძლოა, უორიორზის ეპოქა ბევრისთვის წლების წინ დასრულდა, მაგრამ ეს უკვე ბოლო წერტილია, სტეფი, გრინი და ტომპსონი ერთად ამ გუნდში აღარ ითამაშებენ. რაც შეეხება ლოს ანჯელეს ლეიკერსსა […]