ადგილს არ დავთმობ – ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს და დათმობას არ აპირებს. დუბაის ტურნირის მეოთხედფინალის წინ სერბმა ამ თემაზე ისაუბრა. “ახალი თაობა მოდის, მაგრამ არ მეშინია, ამ ადგილს უბრძოლველად არ დავთმობ”, – თქვა ნოვაკმა. ამ სეზონში ჯოკოვიჩის სტატისტიკა 14-0 ზეა. ხოლო, რომის მასტერსიდან მოყოლებული 52-დან 49 მატჩი მოიგო, მათ შორის 22 რეიტინგის ტოპ 20 ის წარმომადგენელთან. […]
ჯოკოვიჩი ისევ ბატონობს – ჩოგბურთის განახლებული რეიტინგები
2023 წლის სეზონის პირველი დიდი სლემის გათამაშების დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში თვალშისაცემი ცვლილებებია. ATP ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ ATP რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. ნოლემ მეხუთე პოზიციიდან ერთბაშად პირველზე გადაინაცვლა. ეს ისტორიაში პირველი ადგილის დასაკავებლად გაკეთებული ყველაზე დიდი ნახტომია. ასევე, სერბს პირველ ნომრად ყველაზე მეტი კვირა აქვს გატარებული (374). ამ კვირიდან მისი რეკორდი ზრდას აგრძელებს. […]
10! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში მეფობს
2023 წლის სეზონის პირველი დიდი სლემის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გამოშვება ნაცნობი კულმინაციით დასრულდა: ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაჯაბნა (6-3, 7-6(4), 7-6(5). შეხვედრის პირველმა სეტმა ნოლეს დომინაციით ჩაიარა. მეორე პარტიაში სტეფანოსმა თავისი შანსები მიიღო. ტაიბრეიკზე ბერძენს სეტპოინტიც ჰქონდა, თუმცა ნოვაკი ამას ჩვეული სიმტკიცით გაუმკლავდა. მესამე სეტი კვლავ […]
სერჯან ჯოკოვიჩმა შვილის ნახევარფინალს სახლიდან უყურა
ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონის მამა სერჯან ჯოკოვიჩი თავისი შვილის ნახევარფინალურ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. საქმე ისაა, რომ სერჯან ჯოკოვიჩი მელბურნ პარკის ტერიტორიაზე რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებთან ერთად შენიშნეს. პრორუსული დაჯგუფება სტადიონის სივრცეში პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა: ისინი რუსეთის დროშებითა და პუტინის სურათებით გადაადგილდებიან. სწორედ მათ გვერდით იმყოფებოდა სერჯან ჯოკოვიჩი. ის სურათებში ღიად პოზირებს აგიტატორთან, რომელსაც […]