ჯოკოვიჩი ფრენა-ფრენით 1/4 ფინალში

ჯოკოვიჩი

35 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე დომინირებას არ წყვეტს. სერბმა ჩოგბურთელმა AO-ს მეოთხე წრეში ადგილობრივთა ფავორიტს, რეიტინგის 24-ე ნომერს ალექს დე მინორს ყოველგვარი პრობლემის გარეშე აჯობა (6-2, 6-1, 6-2). ტურნირის დაწყების წინ ნოლემ გულშემატკივრებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სანერვიულო მისცა. მთელი კვირის განმავლობაში ის შეხვეული ფეხით თამაშობს, თუმცა ფაქტია, ეს წარმატების მიღწევაში ხელს მთლიანად […]

ტრავმიანი ჯოკოვიჩი AO-ს მესამე რაუნდშია

ჯოკოვიჩი

ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი საიუბილეო სლემისთვის ბრძოლას აგრძელებს. 3-საათიანი ბრძოლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის 191-ე ნომერი ენცო კუაკო დაამარცხა (6:1, 6:7, 6:2, 6:0). ყველაზე დაძაბული გამოდგა მეორე სეტის დასკვნითი ნაწილი, სადაც ნოლეს მარცხენა ფეხის დაზიანებამ სერიოზულად შეაწუხა. 27 წლის კუაკომ, რომელიც ამგვარ დიდ სცენაზე პირველად იდგა, ოპონენტის დისკომფორტით სარგებლობა მოახერხა და სეტებს […]

AO 2023: ვინ შეაჩერებს ნოვაკ ჯოკოვიჩს?

AO

სულ მალე 2023 წლის დიდი სლემის პირველი გათამაშება აიღებს სტარტს. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. რას ველოდებით? ვის უნდა დავაკვირდეთ? ერთად ვნახოთ. მოქმედი ჩემპიონი – რაფა ნადალი ერთი წლის წინ ტრავმიდან ახალდაბრუნებულმა რაფაელ ნადალმა მთელი საჩოგბურთო სამყარო კვლავ აღტაცებაში მოიყვანა. მელბურნში ჩატარებული დაუვიწყარი ორი კვირა მან ფინალში, დანილ მედვედევის დამარცხებით დააგვირგვინა და […]