ჩოგბურთის 2022 წლის შეჯამება – სლემები, ცრემლები…
ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალი, სერენა უილიამსი, როჯერ ფედერერი – წლის მთავარ საჩოგბურთო მოვლენებს კვლავ ყველაზე დიდები ფარავენ. ნოვაკის ავსტრალიური საგა, რაფას დიდი სლემის ორი ტიტული, ბარტის შოკისმომგვრელი წასვლა, სერენას და როჯერის ემოციური გამომშვიდობებები… დროა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი შევაჯამოთ. სეზონი სავსე იყო სანახაობით, დრამით, დაუვიწყარი მომენტებითა და კონტროვერსიით. მანამ, სანამ ჩოგბურთში ახალი სეზონი აიღებს სტარტს, […]
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ჩავიდა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ადელაიდში პრობლემების გარეშე დაბრუნდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალ სეზონს სწორედ ავსტრალიაში, ადელაიდის 250-ქულიან ტურნირზე დაიწყებს. ამის შემდეგ კი წლის პირველი სლემისთვის მოემზადება, სადაც მე-10 ავსტრალიურ ტრიუმფს დაუმიზნებს. ჯოკოვიჩმა შარშანდელი ავსტრალიური სლემი კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო გამოტოვა. იმ დროისთვის ავსტრალიის მთავრობას მკაცრი კოვიდ რეგულაციები ჰქონდა. “იმედი მაქვს, ავსტრალიაში […]
ციციპასი ჯოკოვიჩით შთაგონებულია
იქნება 2023 სტეფანოსის წელი? წელი, როდესაც ბერძენი საბოლოოდ შეძლებს დიდი სლემის ტურნირზე ტრიუმფის მიღწევას? უკვე დიდი ხანია, რაც ციციპასი დიდ საჩოგბურთო სცენაზე დგას და ხუთეულში სტაბილურად იკავებს ადგილს. მას არაერთხელ დაუმარცხებია უდიდესი სახელები. ჯამში უკვე 9 ტიტულიც დაუგროვდა. თუმცა მათგან არცერთია მთავარი – დიდი სლემის თასი. შარშან ის ერთხელ უკვე იყო ტრიუმფამდე ერთ ნაბიჯში. იქ […]
ჯოკოვიჩი შემაჯამებლის ტრიუმფატორია
2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ჩემპიონი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია. ნოლე ფინალურ შეხვედრაში კასპერ რუდს დაუპირისპირდა, რომელთანაც 100%-იანი მოგებათა მაჩვენებელი აქვს. სერბი ამ ტურნირის ფინალში მერვედ იღებდა მონაწილეობას, ნორვეგიელისთვის კი ეს სადებიუტო ფინალი იყო. მიუხედავად ნადალთან განცდილი მარცხისა, რუდმა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალი მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ის ნოვაკს […]