აგული ერისთავის ეფექტი – გვარდიოლა ფინალშია

ვუყურებ მანჩესტერ სიტის და აგული ერისთავის ქვა მახსენდება, აი, ეგეთი უძრავი საგანი იყო გვარდიოლამდე, მხოლოდ პეპი თუ დაინახავდა ამ ქვაში იმას, რასაც გუშინ მივადევნეთ თვალყური. რთულია გაიხსენო გუნდი, რომელიც ასეთი დომინანტური ფეხბურთით გავიდა ფინალში, ისევ პეპის ბარსელონა თუ გაახსენდება ადამიანს. კარგი სერია ჰქონდა ბაიერნს, თუმცა, ჰაინკესის ბაიერნი უფრო სიმძლავრით გამოირჩეოდა, გვარდიოლას ბაიერნი კი ფინალში არ […]

ინტერი-მანჩესტერ სიტი – ჩემპიონთა ლიგის ფინალში

ინტერი vs მანჩესტერ სიტი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში | Setanta Sports

ინტერი vs მანჩესტერ სიტი – ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი მანჩესტერ სიტია. პეპ გვარდიოლას გუნდმა მადრიდის რეალს ეტიჰადზე შანსის მიუცემლად მოუგო და ფინალში ინტერს შეხვდება. მანჩესტერ სიტი 4:0 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მე-15 ტიტულს 2022/23 სეზონში ვეღარ მოიგებს. მიზეზი მანჩესტერ სიტი და მისი ყოვლისმომცველი ფეხბურთია. პეპ გვარდიოლას გუნდმა სამეფო კლუბს პირველ 15 წუთში მხოლოდ […]

მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი – Preview

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირებით გაიხსნება. შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ერთი წლის წინ.. წინა წელს ეს გუნდები ამავე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და ორი დიდებული მატჩიც ვიხილეთ. გვარდიოლას აუცილებლად ექნება აქცენტი მომენტების რეალიზებაზე, რადგან, წინა წელს, სწორედ ამისთვის დაისაჯა. თავისუფლად შეიძლებოდა სიტის სახლში დიდი ანგარიშით მოეგო, თუმცა, […]

რა ელის მანჩესტერ სიტის?

რა ემუქრება მანჩესტერ სიტის | Setanta Sports

მანჩესტერ სიტის ასზე მეტ დარღვევას ედავებიან. ძიების პროცესმა ოთხ წელს გასტანა და საქმე დამოუკიდებელ კომისიამდე მივიდა. სიტის აქვს რესურსი, რომ საუკეთესო იურისტები დაიქირავოს. როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა, მაგრამ დარღვევათა რაოდენობას თუ გადავხედავთ, ძალიან გაუჭირდება ამ საქმიდან სუფთად გამოსვლა. ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ ყველა საუბრობდა ერლინგ ჰოლანდზე, რომელიც გასვლით მატჩებში, გრანდებთან უგოლოდ ტოვებს მოედანს. ყველა საუბრობდა […]