რატომ და როგორ? – კანსელუ ბაიერნში ითამაშებს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ჟოაუ კანსელო ექვსთვიანი იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს კარიერას. ამას არავინ ელოდა. ეს არის ტრანსფერი არსაიდან. მიუნხენის ბაიერნს კი ძალიან გაუმართლა, რომ პეპ გვარდიოლასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. სწრაფად იყო მოსაძებნი კლუბი, რომელიც კანსელუს მოთხოვნებსა და ამბიციებს დააკმაყოფილებდა, ბაიერნი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. ჟოაუ სიტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, […]
პრემიერ ლიგას კვლავ არსენალი ლიდერობს
პრემიერ ლიგაში ლიდერების მატჩები გაიმართა. ორივე მათგანმა შეძლო გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება, სხვაობა ხუთი ქულაა, თუმცა, არსენალს თამაში აქვს მარაგში. არსენალი vs მანჩესტერი დანაკლისი ორივე გუნდს ჰქონდა, ბრაზილიელებმა ვერ ითამაშეს, არსენალის მეგოლემ გაბრიელ ჟეზუსმა და მანჩესტერის ლიდერად ქცეულმა კაზემირომ. არსენალმა ჟეზუსის შეცვლა შეძლო, მანჩესტერში კი კაზემირო ღირსეულად ვერავინ შეცვალა. ანგარიში მე-17 წუთზე იმ კაცმა […]
ჩელსი 0:1 მანჩესტერ სიტი – გვარდიოლა – “გენიოსი ვარ”
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერ სიტიმ მოიგო. სტემფორდ ბრიჯზე ერთადერთი გოლი რიად მაჰრეზმა გაიტანა. მანჩესტერ სიტიმ ლიდერ არსენალთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ჩელსი კი მე-10 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება. მატჩის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩათამაშდა. გრემ პოტერის გუნდის ლაზარეთს რაჰიმ სტერლინგი და კრისტიან პულისიჩი შეემატნენ. მათ ნაცვლად მოედანზე პიერ […]
გვარდიოლა ფილიპსის ფორმით უკმაყოფილოა
კალვინ ფილიპსის კარიერა მანჩესტერ სიტიში ვერ წარიმართა ისე, როგორც თავად ისურვებდა. თავადაც უკმაყოფილიოა და მთავარი მწვრთნელიც. მანჩესტერ სიტი – ლივერპულის შეხვედრისას, პეპ გვარდიოლამ ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები განაცხადში შეიყვანა, რამდენიმე ათამაშა კიდეც, მაგრამ ფილიპსისთვის ადგილი არ მოინახა. “ტრავმა არ აქვს, უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატიდან ზედმეტი წონით დაბრუნდა, არ ვიცი რატომ. ის არ არის იმ კონდიციაში, რომ სათამაშოდ […]