ბარსელონა vs პსჟ – წინათქმა

დღეს თბილისის დროით 23:00 ზე ბარსელონა სენ ჟერმენს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2. შეხვედრას დამატებითი მოტივიც თან ახლავს, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებულად ელის – როგორ დახვდება მონჟუიკი უსმან დემბელეს? როგორ დახვდებიან დემბელეს? ელიან რაღაც ისეთს, რაც ლუიშ ფიგუს დამართეს კამპ ნოუზე. რა თქმა უნდა, დემბელეს მიმართ ასეთი სიძულვილი არ არსებობს, ეს უფრო მცირეხნიანი […]

პსჟ vs ბარსელონა – წინათქმა

უკვე მერვედფინალებში გახდა ნათელი რომ წინ ძალიან მაგარი მეოთხედფინალები გველოდა. ისე მოხდა რომ მთავარი ფავორიტები ერთმანეთს აცდნენ და ყველამ ერთად მოიყარა თავი მომდევნო ეტაპზე, რაც რაღაც მხრივ კლასიკური და ისტორიული მატჩების გარანტია გახდა. ორი ასეთი მატჩი უკვე შედგა. მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დუელი თრილერად იქცა ბერნაბეუზე. მეორე მხრივ კი არც არსენალსა და ბაიერნს დაუკლიათ. […]

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა დასრულდა. გაირკვა ნახევარფინალების ბადეც. ასეთი წყვილები მივიღეთ: პსჟ vs ბარსელონა მადრიდის ატლეტიკო vs დორტმუნდის ბორუსია ამ ორი წყვილის გამარჯვებული კი შემდეგი წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში: მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი ლონდონის არსენალი vs მიუნხენის ბაიერნი მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს გაიმართება.

პარი სენ ჟერმენი vs რეალ სოსიედადი – წინათქმა

საინტერესო წყვილია. პარიზელები საკუთარ მოედანზე ბასკებს უმასპინძლებენ. ლუის ენრიკესთვის სოსიედადი კარგად ნაცნობი გუნდია, იცნობს მათ სათამაშო სტილს, კულტურას და ფეხბურთელებსაც. ფავორიტი, რა თქმა უნდა, სენ ჟერმენია, მაგრამ ამ ეტაპზე იოლი გამარჯვების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. პსჟ vs რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ ატლეტიკოს 11 ქულით ჩამორჩება, მიმდინარე სეზონში […]