ჩემპიონთა ლიგა – სიკვდილის ჯგუფში ბევრი რამ გაირკვევა
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე წრის პირველი ტური შედგა, სენსაციები არ გვქონია, ლიდერებმა მოიგეს. ნაპოლიმ გასვლაზე იუნიონ ბერლინი დაამარცხა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ფორმა დაიბრუნა და პიკს სადღაც ზამთრისკენ უნდა ველოდოთ. არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გველის მეორე ტურში, განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფი იწვევს. ტური ორი ადრეული შეხვედრით გაიხსნება – E ჯგუფში […]
რას უნდა ვუყუროთ – ჩემპიონთა ლიგის წინათქმა
გუშინდელი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა, ცენტრალურმა შეხვედრამ გაამართლა, ხუთი გატანილი გოლი ვიხილეთ, რასაც ბევრი ელოდა, იმის გათალისწინებით რომ ნაპოლისა და რეალს ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველები აკლდათ. ვნახეთ სენსაციაც – მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე გალათასარაისთან დათმო შეხვედრა ამავე ანგარიშით – 2:3. თუმცა, მანჩესტერის წარუმატებლობას ბევრი უკვე აღარც მიიჩნევს სენსაციად. დღესაც გველის რამდენიმე საინტერესო შეხვედრა, ჰოდა მივყვეთ ნელ-ნელა. […]
კრისტოფ გალტიე – მესი კლუბს დატოვებს
სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლიონელ მესი კლუბს დატოვებს. მესის ტრანსფერი ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, მსურველი კი მხოლოდ ორი დარჩა – არაბეთიდან, სადაც დაიწერა, რომ ლეოს წელიწადში მილიარდს შესთავაზებენ, სხვადასხვა სპონსორებისა და ბონუსების გათვალისწინებით, და ბარსელონა, რომელსაც დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ეცდება მესი დაიბრუნოს, და აშშ-დანაც გაისმება ხოლმე […]
მესის არჩევანი – დიდი დაბრუნების მოლოდინში
ლიონელ მესის პსჟ-თან კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს. მესის ოთხი ვარიანტი აქვს, ასარჩევად და დასაფიქრებლადაც დიდი დროა. თითქმის ორი სეზონის თავზე შეიძლება ითქვას, რომ მესის ტრანსფერის სპორტულმა მხარემ ვერ გაამართლა. სენ ჟერმენი ლიგა 1-ს მის გარეშეც მარტივად იგებდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი განსაკუთრებული წარმატებები არ ყოფილა. პრესტიჟისა და მარკეტინგის სფეროში კლუბმა მიიღო ის, რაც სურდა. […]