ბაიერნის მოგება და კანსელუს დებიუტი
გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნმა მაინცი 4:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჟოაუ კანსელუმ და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. კანსელუ უნივერსალური ფეხბურთელია, ყველაფერთან ერთად ეს უპირატესობაც აქვს და ორივე ფლანგზე წარმატებით შეუძლია თამაში. ბაიერნში სადებიუტო მატჩი მარჯვენა ფლანგზე ჩაატარა. მეჩვიდმეტე წუთზე მის გამოზომილ ჩაწოდებას ჩუპო-მოტინგი დახვდა მარკო ვან ბასტენივით და ლამაზი გოლით ანგარიში გაიხსნა. […]
რატომ და როგორ? – კანსელუ ბაიერნში ითამაშებს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ჟოაუ კანსელო ექვსთვიანი იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს კარიერას. ამას არავინ ელოდა. ეს არის ტრანსფერი არსაიდან. მიუნხენის ბაიერნს კი ძალიან გაუმართლა, რომ პეპ გვარდიოლასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. სწრაფად იყო მოსაძებნი კლუბი, რომელიც კანსელუს მოთხოვნებსა და ამბიციებს დააკმაყოფილებდა, ბაიერნი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. ჟოაუ სიტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, […]