დიდი კლუბი, ახალი ისტორია – მიქაუტაძე აიაქსში ითამაშებს

გიორგი მიქაუტაძე მესამე ქართველი იქნება ამსტერდამულ გრანდში, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ. შოთამ თავისი კვალი დატოვა ნიდერლანდებში, აიაქსში სახელის დატოვება კიდე მეტად რთული რამეა, ამ პუბლიკას ისეთი ხალხი ჰყავს ნანახი, 70-იანელი ჰიპებიდან დაწყებული, ვან ბასტენითა და ბერხკამპით გაგრძელებული, ვან გაალის 90-იანელებით დამთავრებული, ტაში თუ დაგიკრეს, ესე იგი, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიგიღწევია. ქინქლაძის ამბავი ყველამ ვიცით, […]