სტერლინგი ნაკრებში ბრუნდება
რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებს საფრანგეთთან მატჩის წინ დაუბრუნდება. მოგეხსენებათ, ნაკრები ოჯახური პრობლემების გამო დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სტერლინგმა მაშინვე ითხოვა წასვლა. პოლიციამ დაადასტურა რომ ყველაფერი რიგზეა, თავად სტერლინგიც, როგორც ჩანს, დამშვიდდა, ოჯახის წევრებიც კარგად არიან, ახლა კი დაბრუნების დროა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტერლინგი მეოთხედფინალისთვის დაბრუნდება. თუმცა, შეგვიძლია […]
სტერლინგმა ნაკრები დატოვა
გარეტ საუთგეიტმა დაადასტურა რომ რაჰიმ სტერლინგმა გუნდი დატოვა. მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება. ინგლისის ნაკრების თავკაცმა სენეგალთან მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა კომენტარი, – “ის სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად ყოფნა პრიორიტეტულია. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ, შეუძლია იმდენი ხნით დაგვტოვოს, რამდენიც საჭირო იქნება”. საუთგეიტს ჰკითხეს როდის დაბრუნდებოდა სტერლინგი ნაკრებში, რაზეც მიუგო, – “ამჟამად არ ვიცი […]