რივალდო და სქოულზი მანჩესტერელებს აქებენ

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა კრიზისს თავი დააღწია, თუმცა, მხოლოდ მოედანზე, რაც შეეხება შიდა სტრუქტურას, ეს გაცილებით რთული საკითხია. დერბიში იუნაიტედის ქამბექმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მათ შორის კომენტარი გააკეთეს ლეგენდარულმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა. რივალდო იმ ვეტერანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს თანამედროვე ფეხბურთს. ბრაზილიელი ამჯერად თავისი თანამემამულის თამაშით დარჩა აღფრთოვანებული. ფაქტია, რომ კაზემირო მანჩესტერის […]